თავში

,,ყველაფერი ვიცით - გავასაჯაროებთ" - ნიკა გვარამია

,,ყველაფერი ვიცით - გავასაჯაროებთ" - ნიკა გვარამია
,,ყველაფერი ვიცით - გავასაჯაროებთ - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის შესახებ ყველაფერი იცის. როგორც გვარამია აცხადებს, ტელეკომპანია დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.

,,ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით.

ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება. დროებით, ხვალამდე", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

შეიარაღებულმა პირმა, ხელყუმბარით ხელში, ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა.

თავდამსხმელს ჩაბარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა.

გათავისუფლებული მძევლები კი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი დაახლოებით, 14:30 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system