თავში

ლარი bloomberg-ზე გამყარდა

ლარი bloomberg-ზე გამყარდა
ლარი bloomberg-ზე გამყარდა

ამ მომენტისთვის (14:30 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3164 ლარად ივაჭრება. სამი საათის წინ დოლარი აქ 3.3550 ლარად ივაჭრებოდა. ანუ დღეს ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მინიმუმ 0. 0414 პუნქტითაა გამყარებული

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4000 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 4.0137 ლარად არის შესაძლებელი. 

ლარი ორი დღეა მკვეთრად უფასურდება.

გაუფასურების პიკის შემდეგ, ექსპერტები ლარის გამყარებას პროგნოზირებენ.

შეგახსენებთ, მთავრობას ლარის კურსისადმი მეტ ყურადღებას სთხოვენ.

დევალვირებული ლარი თანაბრად აზარალებს ბიზნესის ყველა შტოს, ამიტომაც ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები სავალუტო ბაზარზე. მათივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები უნდა გააგრძელოს. 

ხელისუფლება კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს და ლარის დაცემას პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რატომ არ ენდობიან ლარს, ან, როგორ ცდილობს მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურებას, იკითხეთ report.ge. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system