თავში

მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს

მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს
მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს

2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან. 

ამის შესახებ დღეს პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს სისტემა სექტორის გააჯანსაღებს.

„წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების დანერგვა დეველოპერულ საქმიანობაში და ჩვენ სექტორთან შევთანხმდით, რომ 2021 წლიდან Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ესაა საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება. როდესაც ადამიანი დღეს სესხის საშუალებით უძრავ ქონებას ყიდულობს, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს და შემდეგ სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე შესაძლოა, ვერ დასრულდეს მშენებლობა. ამ ანგარიშის მიხედვით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და მშენებელს მხოლოდ სამშენებლო პროცესის პარალელურად ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ ანგარიშის გამოყენება. ეს არის სისტემური ნაბიჯი, რომელიც გამოყენებულია მრავალ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და არის იმისი წინაპირობა, რომ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გააჯანსაღებს სექტორს. ეს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის სავალდებულო არ იქნება და გარკვეულ კატეგორიას შეეხება და გაყიდვების გარკვეულ მოცულობას,"-აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, მშენებლობის დასრულების გარანტორი მთამთავრობა ხდება. პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და ამ ბინებს დევნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს. პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

ცნობისთვის, იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს.ამგვარად სახელმწიფო გამოდის მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სეხებზე, სადაც თანამონაწილეობა ანუ პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანკლებ 10 პროცენტისა.

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა, ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის მიზნით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებს, რის შედეგადაც ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.

დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკური სესხების 4 პროცენტს მთავრობა გადაიხდის 5 წლის განმავლობაში. ანუ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერის თქმით, ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ინდუსტრია დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს. კრიზისამდე კი ქვეყნის დოვლათის ანუ ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს ქმნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system