თავში

საქართველოს მსოფლიო ბანკი მიწისა და წყლის სექტორების სრულყოფაში ეხმარება

საქართველოს მსოფლიო ბანკი მიწისა და წყლის სექტორებ
საქართველოს მსოფლიო ბანკი მიწისა და წყლის სექტორების სრულყოფაში ეხმარება

„მსოფლიო ბანკის“ პროექტის „სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის სექტორებში გასატარებელი ღონისძიებები აგროსისტემების მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ონლაინ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუ, საჯარო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები მიწის მართვის, მიწის საკუთრების, გამსხვილების, კონსოლიდაციის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიმართულებებით. ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ამ კუთხით, რაც მრავალწლიან შრომას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის, იუსტიციის სახლისა და ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობით, სერიოზული საფუძველი ჩაეყარა მიწების სისტემურ აღრიცხვასა და რეგისტრაციას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ამასთანავე, ის საკანონმდებლო დოკუმენტები, რომელთაც ქარსაფარ ზოლებთან, საძოვრებთან და გაუდაბნოებასთან დაკავშირებით ვღებულობთ, ვფიქრობ, არსებული გამოწვევების დაძლევაში ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.

ცნობისთის, ჰაერის დაბინძურების ეკონომიკური დანაკარგი საქართველოში 560 მლნ დოლარია. 2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგმა 560 მლნ. აშშ დოლარი - ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3 პროცენტი შეადგინა. 2018 წელს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყალდიდობების, ეროზიის, ნარჩენების უმართაობისა და ნიადაგის დეგრადაციის ეკონომიკურმა ღირებულებამ სანაპირო ზოლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5 პროცენტი შეადგინა.

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის დეგრადაციით გამოწვეული ხარჯები 128 მლნ. აშშ დოლარით შეფასდა. ეს ხარჯები მძიმე ტვირთად აწვება მიწის დამუშავებით მოსაზრდოვე სოფლის ღარიბ მოსახლეობას. ანგარიშში განმარტებულია, რომ ლანდშაფტების აღდგენა ამ ადამიანთა შემოსავლის დეფიციტს, სავარაუდოდ, 6 პროცენტით შეამცირებს. ანგარიში მიუთითებს, რომ მწვანე განვითარების მოდელი მოითხოვს დარგობრივი პოლიტიკის სფეროშიმთელი რიგი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გააძლიერებს ტყისა და ლანდშაფტების მართვას, განავითარებს კლიმატისადმი მედეგ სანაპირო ზოლს, ხელს შეუწყობს დაბინძურების შემცირებას და მრავალდარგობრივი მიდგომის შემუშავებას მდგრადი განვითარების მიმართ.

მსოფლიო ბანკი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის მწვანე განვითარების გზის განმსაზღვრელ პლატფორმას, რომელიც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამ გზაზე პრიორიტეტულ ღონისძიებებს შორისაა რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკის დანერგვა, დაბალნახშირბადიანი განვითარებადა კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია. ასევე, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და გარემოს დაზოგვაზე ორიენტირებული დარგების და იქ შექმნილი სამუშაო ადგილების პოპულარიზაცია. 

შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია. მათი ინგორმაციით, საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია. UNDP-ის ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკის სექტორი პასუხს აგებს სათბური აირების გაფრქვევის 60 პროცენტზე, ხოლო ჰაერის დაბინძურების მხრივ პირველ ადგილს იკავებს, რაც ძირითადად განპირობებულია წიაღისეული საწვავის ჭარბი გამოყენებით. 2020-2030 წლების ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს განახლებადი, მაგალითად წყლის, ქარისა და მზის ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში, რაც გამოიწვევს თბოელექტროსადგურების გამოყენებისა და შესაბამისად, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. ამ პროცესის პარალელურად, გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაც.

ცნობისთვის, „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება. „სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 28 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 4,800,000 ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3 მილიონ ლარზე მეტია. „სოფლის განვითარების პროგრამას“ ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში.

განახლებადი ენერგიის წყაროები ქვანახშირის სადგურებზე 80%-ით იაფია.

აშშ-ის პეზიდენტი ჯო ბაიდენი კი გეგმავს 2030 წელს მავნე გამონაბოლქვი 50-52%-ით შეამციროს, 2005 წელთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკის ნულოვანი გამონაბოლქვით არსებობაა დაგეგმილი. როგორც სამიტზე ბაიდენმა განმარტა, 2035 წლისთვის ამერიკის ენერგოსექტორი სრულად იტყვის უარს ნახშიროჟანგით ჰაერის დაბინძურებაზე. აშშ კლიმატის ეროვნულ სტრატეგიას უკვე ამუშავებს, რომელიც წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ბაიდენი ამტკიცებს, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა აშშ-ის ეკონომიკას გაზრდის, მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რადგან სუფთა ენერგიის მისაღებად ინფრასტრუქტურის მშენებლობა მრავალრიცხოვან სამუშაო ძალას მოითხოვს. ამერიკელი ექსპერტების გათვლით, ამისთვის ამერიკის პრეზიდეტს, თითქმის ყველა დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურის დახურვა მოუწევს.

შეგახსენებთ, Bloomberg LP-ს დამფუძნებელმა და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, მაიკლ ბლუმბერგმა, კამპანიისთვის „ნახშირბადის მიღმა“ $500 მილიონი დოლარი გადარიცხა. თანხა აშშ-ში 2030 წლისთვის დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურების დახურვას უნდა მოხმარდეს.

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს, რომელიც 2030 წელს პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის ნულამდე დაიყვანს და ჩინეთი „კარბონ-ნეიტრალური“ ქვეყანა გახდება. ეს ამბიციური გეგმა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, 2020 წლის სექტემებრში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ.

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი (ნახშირბადული კვალი) ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system