თავში

შაქარი გაძვირდა

შაქარი გაძვირდა
შაქარი გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.3 პროცენტით გაძვირდა.  ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის აპრილის ანგარიშიდან.წლიური: ეს პროდუქტები გაძვირებულია ბოლო 30 დღის განმავლობაშიც 2.4 პროცენტთ.

2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, შაქრის საერთაშორისო ფასი 4.0%-ით შემცირდა, თუმცა 2020 წლის მარტის ნიშნულს შაქრის მსოფლიო ფასი 30%-ით აღემატებოდა. შაქრის საერთაშორისო ფასის ზრდა წლის დასაწყისშიც დაფიქსირდა. FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა.

საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება 2020 წელს ქვეყანამ 51,275.18 ათასი დოლარის ღირებულების 143,207.15 ტონა შაქარი იყიდა. 2020 წელს საქართველოსთვის შაქრის უმსხვილესი მომწოდებლები არიან: ბრაზილია, რუსეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი.

2019 წელს საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.

ქვეყანაში 2021 წლის თებერვალში საქართველოში შაქარი 5.4 პროცენტით გაძვირდა. ამ აუცილებელ და მასობრივი მოხმარების პროდუქტზე ფასი 2021 წლის თებერვალში, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, გაიზარდა 14.1 პროცენტით.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყანა შაქრით თვითუზრუნველყოფის ზრდას ივნისიდან აგარის შაქრის კომბინატის ამუშავებით ელოდა.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა. ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

წარმოების სტიმულირების მიზნით, მთავრობამ კომპანია "აგარის შაქარს" შეღავათები დაუწესა და ამუშავებაში დაეხმარა, თუმცა შეღავათების ვადა, 31 დეკემბერს ამოიწურა და „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა. კომპანიისთვის ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ქარხნის სრული დარვირთვით ასამუშავებლად, თუმცა მთავრობამ მას დახმარების ახალი პოაკეტი შესთავაზა და აპრილიდან აგარის შაქრის კომბინატში საწარმოო პროცესი განახლდა. 2021 წლის ბოლომდე ქარხანა 70 000 ტონა შაქრის ნედლეულს გადაამუშავებს.

შეგახსენებთ, კომპანია „აგარის შაქარმა“ წარმოება 2016 წლის ნოემბერში გააჩერა და სახელმწიფოს დახმარებით, მუსაობა 2020 წლის ზაფხულზე აღადგინა. „აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე. თავად საწარმოში განმარტავენ, რომ კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას. სწორედ ამ შეღავათების წყალობით, საწარმომ მუშაობა 2020 წლის ზაფხულზე განაახლა და 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა.

ცნობისთვის, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ყველაფერი "აგარის შაქრის" წარმოებაზე, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system