თავში

შუშა ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება

შუშა ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება
შუშა ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება

აზერბაიჯანის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე პოტენციური ტურისტული მარშრუტების განვითარება აქტიურად დაიწყო. როგორც აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული განვითარების სექტორის ხელმძღვანელი ელგუნ ჯავადოვი ამბობს,  ამჟამად მიმდინარეობს ამ ტერიტორიების ტურისტული შეფასება. 

"ყარაბაღი, მათ შორის ქალაქი შუშა, მომავალში ტურისტული მიმართულება გახდება და ის საინტერესო იქნება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. სასიხარულოა, რომ ჩვენ შუშა წარვადგინეთ არაბეთში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე. დუბაიში. გვაქვს შუშას ტურისტულად განვითარების მრავალი გეგმა”, - ამბობს ჯავადოვი.

ყარაბაღის ტურისტული პოტენციალი წარმოდგენილია დუბაის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე, რომელიც 16 მაისს დაიწყო და დღეს სრულდება. ყარაბაღის ტურისტული პოტენციალი იზრდება. რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგია მზადაა. წელს ამ რეგიონში სამი აეროპორტის ასაშენებლად 1.3 მლრდ დოლარი დაიხარჯება. აეროპორტები ფიზულში, ლაჩინსა და ზანგილანში აშენდება.

10 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი ყარაბაღის აღდგენისთვის 60 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. მხოლოდ წელს ქვეყნის მთავრობა აპირებს დახარჯოს დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარი რეგიონის აღდგენისთვის. სოფლის მეურნეობის გარდა, რეგიონში განვითარდება ტურიზმი და სამთო მრეწველობა.

ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ. ყარაბაღში საქმის წამოწყების სურვილს გამოთქვამენ ძირითადად თურქეთის, რუსეთის, პაკისტანის, უნგრეთის, ყაზახეთის, ინვესტორი კომპანიები. ყარაბაღის აღდგენაში ჩაერთვებიან უკრაინული კომპანიებიც.

ყარაბაღში "მწვანე ენერგიის" ზონა იქმნება. აზერბაიჯანში ოკუპაციისგან განთავისუფლებული ტერიტორიების, ყარაბაღის, უწყვეტი და მაღალი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება: კალბაჯარში, ფიზულში, ჯაბრაილში, ზანგილანში, გუბადლში, აღდამში. ამ ლოკაციებზე 9 ქვესადგური შენდება. დასრულებულია სუგოუშუშანის 2 მცირე ჰიდროელექტროსადგურის რეკონსტრუქცია. უახლოეს მომავალში, კალბაჯარში 2 მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და აღდგენა დაიწყება. ერთი ქვესადგური შუშაში გუშინ გაიხსნა.

თებერვალში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაზე საქართველოც მოიხმო. მისი შეფასებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრებისგან შედგება, მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

"როგორც თურქეთს, ისე ირანს, და მომავალში, სურვილის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს, შეუძლია, შეუერთდეს ამ პლატფორმას", - აღნიშნა ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში შარშან 27 სექტემბერს დაიწო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system