თავში

თევზჭერის კონტროლი მკაცრდება

თევზჭერის კონტროლი მკაცრდება
თევზჭერის კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით თევზსაჭერი გემების ავტორიზაციის რეფორმა გატარდა. ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვის სააგენტოში განუცხადეს.  უწყების ცნობით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმის მიზანი უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლაა.

მათივე განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, პირველად განხორციელდა უცხო სახელმწიფოს საზღვაო ტერიტორიაზე საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემის ავტორიზაცია. დღემდე საქართველოს დროშის ქვეშ უცხო სახელმწიფოების საზღვაო სივრცეში მცურავი თევზსაჭერი გემების ავტორიზაცია არ ხდებოდა. უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ გატარებული რეფორმა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე ლეგალური თევზჭერის საერთაშორისო სტანდარტების დაცვისთვის. გარემოს ეროვნული სააგენტოში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რეფორმის გატარებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით თევზჭერასთან დაკავშირებით განსაზღვრულ ვალდებულებებს აღასრულებს. 

ცნობისთვის, საქართველომ აკვაკულტურის კანონი 2020 წელს მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2021 წელი აკვაკულტურის პროექტების განხორციელების მიმართულებით იქნება გარდამტეხი და მომავალ წლებში საქართველო უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შეძლებს.

საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებზე გავა.

შეგახსენებთ, საქართველო თევზის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მუშაობს. ქვეყანამ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო. და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო. 2020 წელს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი. თევსაჭერი გემების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

საქართველოში მეთევზეობის დიდი პოტენციალია.

ცნობისთვის, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება. კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system