თავში

რა შანსი აქვს ქართულ მოცვს გლობალურ ბაზრებზე

რა შანსი აქვს ქართულ მოცვს გლობალურ ბაზრებზე
რა შანსი აქვს ქართულ მოცვს გლობალურ ბაზრებზე

შეიცავს თუ არა კონკურენციის საფრთხეებს ქართული და უკრაინული მოცვის ექსპორტი ევროკავშირის ფერმერებისთვის - ამ საკითხზე პორტალმა EastFruit-მა სოციალურ ქსელ LinkedIn-ის ინგლისურენოვან ჯგუფში გამოკითხვა ჩაატარა. ჯგუფი ევროკავშირის ხილ-ბოსტნეული ბიზნესის პროფესიონალ ხელმომწერებს აერთიანებს.

"ქართული ლურჯი მოცვი ვერ გახდება ევროკავშირის ბაზარზე ევროპული მოცვის კონკურენტი", - ასე ფასდება ქართული მოცვის პერსპექტივა  ევროკავშირის ბაზარზე. East-Fruit-თან საუბრისას ნიდერლანდელი ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ საქართველო მოცვის თითქმის მთელ მოსავალს რუსულ ბაზარზე ყიდის 

მოცვის ევროპულ ბაზარზე საქართველოსა და უკრაინას კონკურენტებად გამოკითხულთა 9% მიიჩნევს. 4%-ისთვის სულ ერთია, იქნება თუ არა მზარდი მათი ექსპორტი. 22% ფიქრობს, რომ ქართული და უკრაინული მოცვის გამოჩენა ბაზარზე რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს. უმრავლესობა, 64% მიიჩნევს, რომ მოცვის ბაზარზე მაღალი კონკურენცია პოზიტიური ფაქტორია.

EastFruit -პორტალი აღნიშნავს, რომ ბაზრის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ საქართველო მოცვის ექსპორტს ეწევა. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საქართველო მოცვის თითქმის მთელ მოსავალს რუსულ ბაზარზე ყიდის. ნიდერლანდების ხილ-ბოსტნეული ბიზნესის სპეციალისტების შეფასებით, საქართველო და უკრაინა ევროკავშირის მოცვის ბაზარზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან საქართველო მომავალშიც რუსულ ბაზარზე იქნება კონცენტრირებული, სადაც მოთხოვნა ყოველთვის დიდი იქნება და თითქმის მთელ მოსავალს „შეისრუტავს“.

2023 წლისთვის საქართველოდან მოცვის ექსპორტის 5000 ტონამდე ზრდას ელოდებიან.  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (FAO) პროგნოზით, თუკი საქართველო მიმდინარე სეზონზე მოსავალს გააორმაგებს, ქვეყანა მოცვის 25 მსხვილ ექსპორტიორთა რიცხვში ჩაეწერება. შარშან საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ, წელს ქვეყანა მოცვის მოსავლის 1300-1500 ტონით გაზრდას შეძლებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, შევიდეს მსოფლიოში მოცვის 25 უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში და მიუახლოვდეს სერბეთის და უკრაინის მაჩვენებლებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ქვეყანაც წლიურად ზრდის მოცვის ექსპორტის მოცულობას.

EastFruit-ის ექსპერტების გათვლებით, საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 200-300 ჰექტარზე შენდება მოცვის ბაღები, მაშინ როდესაც მაგალითად პერუში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ამ მხრივ ლიდერია, წლის განმავლობაში მაქსიმუმ 2000 ჰექტარის ფართობის პლანტაციები გააშენეს, უკრაინაში კი -1000 ჰექტრამდე.2020 წელს საქართველომ, დაახლოებით, 750 ტონა მოცვი მოიყვანა, რომლის 90% ექსპორტზე გავიდა.  EastFruit-ის ცნობით, ქართული მოცვის ექსპორტი 2020 წელს ძირითადად რუსეთის ბაზარზე განხორციელდა; 12 ტონა გაიგზავნა პოლონეთში. 6-8 ტონა - სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის 1 ივნისიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში საქართველომ 674 ტონა მოცვის ექსპორტი განახორციელა. მოცვის ამ ოდენობის ღირებულება 3.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქართულ მოცვს შეუძლია საერთაშორისო ბაზრის დიდი ნაწილის დაიკავოს და შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს მოცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში.

სტატიაში აღნიშნულია მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაცია, რომლითაც საქართველოსთვის მოცვის ექსპორტი ძალზედ მნიშვნელოვანია და რომ 5,2 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე გაკეთდა.

ცნობისთვის, "ეფკოს" მოცვის ბიზნესის 32 ჰექტარი, ხოლო ჯამში 326 ჰექტარის ოდენობის მიწები გააჩნია. შპს „ეფკომ“ ლურჯი მოცვის პლანტაციების აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები აუქციონზე გადაიბარა. საქმე ისაა, რომ საპარტნიორო ფონდის მიმართ პლანტაციის აქტივების მმართველ „ვანრიკ აგროს“ ვალდებულებები დაუგროვდა, რაც ვერ დაფარა. „ვანრიკ აგრო“ გაკოტრების რეჟიმში გადავიდა, საბოლოოდ კი, საპარტნიორო ფონდმა ამ ვალდებულებების გასხვისება საჯარო აუქციონის გზით გადაწყვიტა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია - „ეფკო“ მონაწილეობდა.

„ეფკომ“ 12 მლნ 10 ათას ლარად გადაიბარა წინამორბედის ვალდებულებები. სააუქციონე პირობების მიხედვით, 12 მლნ 10 ათასიდან 3 მლნ ლარ კომპანიამ თავდაპირველად დაფარა, დანარჩენ თანხას კი მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში დაფარავს.

გურიაში, დაბა ლაითურში ლურჯი მოცვის პლანტაციის გასაშენებლად 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, 20 მილიონ ლარზე მეტია მოცვის წარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა. დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული მოცვის ბიზნესში.

ნახევარ ჰექტრამდე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ქართული მოცვის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე რუსეთში გადის. სპეციალისტების განმარტებით, საქართველოს აქვს პოტენციალი ლურჯი მოცვის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანათა სიაში შევიდეს.

ცნობისთვის, შარშან ქართულ ლურჯ მოცვზე ისტორიულად მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system