თავში

რამდენს ხარჯავს აზერბაიჯანელი ვიზიტორი საქართველოში

რამდენს ხარჯავს აზერბაიჯანელი ვიზიტორი საქართველოში
რამდენს ხარჯავს აზერბაიჯანელი ვიზიტორი საქართველოში

აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსულმა ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე საშუალოდ  395 ლარი დახარჯა. ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში, რომელშიც დათვლილია,  რა თანხას ხარჯავენ საშუალოდ უცხოელი ვიზიტორები ერთი ვიზიტის დროს საქართველოში 2019 წელს. ამავე წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ამ ქვეყნიდან საქართველოში 1 526 619 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

გამოკითხული უცხოელებიდან საქართველოში ყველაზე მეტი ამერიკელ ვიზიტორებს აქვთ დახარჯული. ერთ ვიზიტზე მათი ხარჯი საშუალოდ 3,813 ლარის შეადგენს. 

ერთი ვიზიტისას გაწეული ხარჯი ქვეყნების მიხედვით 2019 წელს ასე გამოიყურება:

აშშ - 3 813 ლარი,

სადის არაბეთი - 3 632 ლარი,

გაერთიანებული საემიროები - 2, 453 ლარი,

ბრიტანეთი 2 438 ლარი,

ჩეხეთი 2 142 ლარი,

საფრანგეთი - 2 101 ლარი,

ირანი - 2 092 ლარი,

ისრაელი - 2 035 ლარი,

ჩინეთი 1 908 ლარი,

გერმანია 1 866 ლარი,

ყაზახეთი 1 818 ლარი,

უკრაინა 1 788 ლარი,

პოლონეთი 1 781 ლარი,

იტალია 1 481 ლარი,

ბელარუსი 1 406 ლარი,

რუსეთი 1 282 ლარი,

საბერძნეთი 1 026 ლარი,

თურქეთი 928 ლარი,

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. ორმა ქვეყანამ ერთობლივი ტურისტული სვლა ჯერ კიდევ 2019 წელს  2020 წლისთვის დაგეგმა. მეზობელ ქვეყნებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნათ მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა  გადადო. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადი გახდა, მხარეებმა გეგმა განაახლეს.  აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ელიან მარტიდან, რადგან 19 მარტიდან Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ ასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები სრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system