თავში

საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა

საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა
საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა

საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდება. ამის შესახევ report.ge-ს აზერბაიჯანის შოურუმში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, შოურუმმა მუშაობა 2021 წლის 2 თებერვლიდან განაახლა და ატიურად შეუდგა მუშაობას აზერბაიჯანის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაზე, ასევე აქტიურად მუშაობენ, საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზე.

"ვიცავთ ყველა რეგულაციას რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის რეკომენდირებული. მიმართულებაში ცვლილება არ შეგვიტანია, კვლავ ვახდენთ აზერბაიჯანის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, ასევე აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსა და აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზე. როგორც ონლაინ ფორუმებში ასევე შოურუმში აქტიურად ხდება კომბინირებული სამოგზაურო პაკეტების დარეკლამება. ვთვლით, რომ როგორც კი პანდემიის პირობები შემსუბუქდება ორივე ქვეყანა სრული მობილიზებით განაგრძნობს თანამშრომლობას და ტურისტების მოზიდვას," - განუცხადეს report.ge-ს თბილისში არსებულ აზერბაიჯანის შოურუმში. 

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს. 

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ელიან მარტიდან, რადგან 19 მარტიდან Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ ასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები სრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება.  რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system