თავში

სუბსიდირებული ქართული პირბადეების პროგრამა დასრულდა

სუბსიდირებული ქართული პირბადეების პროგრამა დასრულდა
სუბსიდირებული ქართული პირბადეების პროგრამა დასრულდა

სუბსიდირებული ქართული პირბადეების პროგრამა დასრულდა. პროგრამა ჯამურად 3,459,077,80 ლარი დაჯდა. სულ 5,349,195 ცალი პირბადე შეიკერა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პროგრამის გაგრძელების საჭიროება აღარაა, რადგან ბაზარი უკვე გაჯერდა კომპანიებმაც დაიწყეს სამედიცინო პირბადებიის წარმოება. სააგენტოსი ამბობენ, რომ, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, მრავალჯერადი პირბადეების შეკერვა განახლდეს.

სააგენტოს ცნობით „ქართული პირბადეების“ პროგრამაში ჩართული იყო 16 საწარმო/სამკერვალო. მათი მომსახურების (კერვის) ღირებულებამ ჯამში, დაახლოებით, 1,955,961 ლარი შეადგინა.

პროგრამაში მონაწილეობდნენ: შპს აჭარა ტექსტილი,  შპს მოვი, შპს ემ ჯი ემ ტექს, შპს ჯორჯიან პროდაქტს, სს სამკერვალო კომპანია იმერი, შპს ISTANBUL BAZAAR, სსიპ კოლეჯი იბერია, შპს ჯორჯიან ტექსტილი, შპს BTM-TEXTILE, შპს ანაბეჭდი, შპს სოფტექსტილი, შპს ატა, შპს ისაკა, შპს ნიტექსი, ი/მ ნინო ანთელიძე (საწარმო უზადო), შპს ლავრენტინო.

ცნობისთვის, მთავრობამ ამ პროგრამის მოქმედების ვადა ბაზრის გაჯერებამდე ჯერ კიდევ პროგრამის გაშვებისას განსაზღვრა. მაისში კი ეკონომიკის მინისტმა ნათია თურნავამ ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტზე გასვლაც დააანონსა.

შიდაბაზარზე ამ დრომდე ქართული წარმოების პირბადეებზე მაღალი მოთხოვნაა და 8 აპრილიდან მისი ყიდვა 50 თეთრადაა შესაძლებელი.

მთავრობამ მასობრივი წარმოების დაწყება მარტის მეორე ნახევარში დაანონსა და ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 5 აპრილიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილმა ქართული პირბადის დიზაინი დაიწუნა, თუმცა პირბადის დიზაინითა და ხარისხით კმაყოფილია ინფექციონისტები, პაატა იმნაძეც და მარინა ეზუგბაიაც. მის ხარისხში ეჭვი არ ეპარება ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც. ქართული წარმოების პირბადის ხარისხით ამაყობს ეკონომიკის მინისტრიც.

ნათია თურნავამ პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა და საკუთარი შეკერილი პირბადე პირდაპირ ეთერშიც მოირგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system