თავში

წელს ტექინსპექტირება 364 ათასამდე მანქანამ გაიარა

წელს ტექინსპექტირება ​364 ათასამდე მანქანამ გაიარა
წელს ტექინსპექტირება 364 ათასამდე მანქანამ გაიარა

2021 წლის სამ თვეში 364 ათასამდე სატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირება განხორციელდა. აქედან 249 ათასამდე ავტომობილმა მოთხოვნები დააკმაყოფილა, 114 ათასამდე დახარვეზდა, 1200- მდე ავტომობილს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განახლებული მონაცემებიდან ირკვევა.  2020 წელს ინსპექტირება 525 471-მა ავტომობილმა გაიარა. 2019-ში კი ეს მაჩვენებელი 968 868 ერთეული იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტომობილთა სავალდებულო ტექინსპექტირება მთლიან ავტოპარკზე 2019 წლის პირველი იანვრიდან გავრცელდა. შარშან თითქმის განახევრდა, 45%-ით შემცირდა, იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებმაც ტექინსპექტირების ცენტრებს ტექნიკური ინსპექტირებისთვის მიმართა.

საქართველოში სულ 1.2 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. მათგან მხოლოდ 93,196-ს, ანუ, 6%-ს, აქვს სადაზღვევო პოლისი. დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა წლიურ ჭრილში 2.5 ათასით შემცირდა, ხოლო ორწლიან ჭრილში 18 ათასითაა გაზრდილი დაზღვეული ავტომობილების ოდენობა.

ბოლო სამ წელში ავტოპარკში დაზღვეული ავტომობილების წილი 4-დან 7%-მდე გაიზარდა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოძველებული ავტოპარკი ჰყავს რეგიონში, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში განახლების საჭიროებაზე მიუთითებს. ანალიტიკოსების განმარტებით, მოძველებული ავტოპარკის არსებობაზე მიუთითებს ტექ-ინსპექტირების შედეგებიც, რადგან პირველად შემოწმებას ძირითადად 10 წლის ზემოთ ასაკის ავტომობილები ვერ გადიან.

ცნობისთვის, საქართველოში ავტომობილის ტექ-ინსპექტირება სავალდებულოა 2018 წლის იანვრიდან, 4-8 წლის მანქანებისთვის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 8 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანებისთვის ყოველწლიურად, 0-4 წლის მანქანებისთვის არ არის სავალდებულო. პირველადი ტექ-ინსპექტირების ვერ გავლის შემთხვევაში, ავტომფლობელს ეძლევა 1 თვიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შენიშვნა. პირველადი ინსპექტირების შედეგებში ხვდება ავტომობილი, რომელიც პირველად გამოცხადდა ტექ-ინსპექტირებაზე და ასევე ავტომობილი, რომელიც დახარვეზებისას მიცემული 1 თვის ვადის გასვლის შემდეგ გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე. ხოლო განმეორებითი ინსპექტირების შედეგებში ხვდება ავტომობილი, რომელიც დახარვეზების შემდეგ 1 თვის ვადაში გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე.

საქართველოს ავტოპარკი 1.38 მლნ ავტომობილს ითვლის. საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ავტოპარკი აქვს. საქართველოს ავტომპარკის 87% -ზე მეტი 11 წელზე მეტი ასაკის ავტომობიულებზე მოდის. 2017 წლიდან საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებში მცირეწლოვანების, ანუ, ახალი მანქანების, წილი იზრდებოდა. 10 წლამდე მანქანების ოდენობამ ახლადრეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში 80% -საც კი გადააჭარბა, თუმცა წელს ეს დინამიკა შეწყდა. წელს საქართველოს ავტოპარკის 48%-ი 20 წელზე მეტი ასაკისაა. 38%-ი მოდის 11-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილებზე. ავტოპარკის სულ რღაც 7%-ია 7-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილები, ხოლო 4-6 წლის მანქანების წილი საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 4%-ს შეადგენს, 3%-ია სამი წლის ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში.

როგორ ნაწილდება საქართველოს ავტოპარკი ბრენდების და მოდელების მიხედვით, ნახეთ აქ.

რუსთავის ავტობაზრობა შეიძლება დაიკეტოს. რუსთავის ავტობაზრობის მიმართ ინტერესი მუდმივად მცირდება. გარდა იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ავტობაზრობას მომხმარებელი დააკლდა, როგორც ავტოიმპორტიორები ამბობენ, გაყიდვებმა მცირე ავტობაზრობებსა და სოციალურ ქსელში გადაინაცვლა.  ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ავტომობილების გაყიდვები მინიმუმამდე შემცირდა და პერსპექტივაც ჯერჯერობით უიმედოა. როგორც ისინი აცხადებენ, ბიზნესს უკვე შეღავათებიც ვერ შველის, რადგან თვითღირებულება მკვეთრად გაზრდილია, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა უკვე მინიმუმზეა მოსახლეობის მსყიდვითი უნარის კლების გამო.

,,საქსტატის", მონაცემით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში დააექსპოტა 86.5 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები. წლიურად მაჩვენებელი 35.1%-ითაა შემცირებული. შემცირებულია მანქანების იმპორტიც. წელს პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირდა 168.5 მლნ. დოლარის მსუბუქი ავტომობილები, კლება 12.9%-ს გაუტოლდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system