თავში

კრიმინალები იქნებიან ციხეში, შშს-ს მოვუწოდებ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ - კობახიძე

კრიმინალები იქნებიან ციხეში, შშს-ს მოვუწოდებ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ - კობახიძე
კრიმინალები იქნებიან ციხეში, შშს-ს მოვუწოდებ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ - კობახიძე

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოიყენოს პროპორციული ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. 

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მალე დადგება დრო, როცა კრიმინალები იქნებიან არა პოლიტიკაში, არამედ ციხეში. 

"შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამჯერადაც, შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას და ასეთ აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით მეორედ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება ტერიტორიაზე განთავსებულმა სპეცდანიშნულების რაზმის კორდონმა არ მისცა.

ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეხლა-შემოხლას აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის. აქციის მონაწილეები კორდონს აწვებოდნენ და მის გარღვევას ცდილობდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლის შედეგად დაშავდა ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც მოქალაქეების ნაწილმა ცესკო-სთან აღმართული რკინის ჯებირის გარღვევა სცადა. წყლის ჭავლის გამოყენების დროს კი მათ პოლიციას ქვები დაუშინეს. დაშავდა რამდენმე ადამიანი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, კვლავ უკან დაბრუნდნენ და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

აქციაზე, წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, გაურკვეველი, სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება გაუშვეს. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა გაზის მსგავსი ნივთიერების გაშვების შედეგად გაძნელებული იყო სუნთქვა. მისივე ცნობით, აქციაზე ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც აქციის მონაწილეებს ატყობინებს, რომ თუ არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

ადგილზე მობილიზებულია სპედანიშნულების რაზმები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა

საპროტესტო კოლონა რუსთაველის გამზირიდან ცესკო-ს მიმართულებით მას შემდეგ გაემართა, რაც ოპოზიციის მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ვადამდელი არჩევნების დანიშნვაა. რუსთაველზე გამართულ აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system