თავში

ახალი შტამის გავრცელების გამო ევროკავშირში ავიამიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდნენ

ახალი შტამის გავრცელების გამო ევროკავშირში ავიამიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდნენ
ახალი შტამის გავრცელების გამო ევროკავშირში ავიამიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდნენ

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შეზღუდვები ვრცელდება ბოტსვანაზე, ესვატინზე, ლესოტოზე, მოზამბიკზე, ნამიბიაზე, სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეზე.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც ახალი შტამი დაფიქსირდა (ჰონგ კონგი, ისრაელი და ბელგია).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ორგანიზამ ახალ ვარიანტს სახელიც შეურჩია და ბერძნული ანბანის მეთხუთმეტე ასო  "ომიკრონი" დაარქვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

მათი თქმით, მეცნიერები იკვლევენ, რამდენად გადამდებია ახალი შტამი, ასევე რა გავლენა ექნება მას მკურნალობის მეთოდებზე და რამდენად ეფექტური დარჩება არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

ევროკომისია სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან მიმოსვლის შეჩერება შესთავაზა.ევროკომისია ფიქრობს, რომ აღნიშნული შეზღუდვა უნდა შენარჩუნდეს იქამდე, ვიდრე ახალი ვარიანტით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მკაფიო ინფორმაცია არ იქნება ცნობილი.

ცნობისთვის, ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის "ნიუ" ვარიანტი ბელგიაში ზრდასრულ ქალს აღმოაჩნდა, რომელიც სამშობლოში ეგვიპტეში თურქეთის გავლით მოგზაურობიდან დაბრუნებიდან დაბრუნდა. მას ვირუსი 11 დღის შემდეგ დაუდასტურდა. დიაგნოზის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა დაუფიქსირდა. პაციენტი ვაქცინირებული არ არის, ასევე არ აქვს ვირუსი გადატანილი.

კორონავირუსის ახალი შტამის, B.1.1.529-ის აღმოჩენის გამო სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს.

დღეიდან დიდი ბრიტანეთი დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოტოდან და ესვატინიდან.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ნიდერლანდები სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) 26 ნოემბერს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, საუბარი იქნება იმაზე, კლასიფიცირდება თუ არა ეს შტამი შემაშფოთებელ ვარიანტად (VOC) თუ ინტერესის ვარიანტად (VOI). თუ შტამი ამ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინ ჯანმო მას ბერძნული ანბანის ასოს სახით სახელს მიანიჭებს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 260 311 551 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 571 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს უკვე 40 348 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 199 480 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 235,287,150 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (48 999 737), ინდოეთი (34 555 431) და ბრაზილია (22 055 608).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system