თავში

ავღანეთში ქალთა უფლებებს ისლამის ულემები გადაწყვეტენ

​ავღანეთში ქალთა უფლებებს ისლამის ულემები გადაწყვეტენ
ავღანეთში ქალთა უფლებებს ისლამის ულემები გადაწყვეტენ

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელთ, ქალთა მუშაობისა და განათლების საკითხების განხილვაზე უარი განაცხადა და ეს საქმე ულემებს (ისლამის აღიარებული და ავტორიტეტული მცოდნეების კრებითი სახელი) მიანდო. Ariana News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ "თალიბანის" ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებაზე დაყრდნობით.

მისი თქმით, მუშაობა ქალებსაც სჭირდებათ, მაგრამ თალიბებმა "ეს საკითხი განსახილველად ისლამის ულემებს გადასცეს.

მუჯადისმა ასევე აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების თემას უახლოეს მომავალში განიხილავენ. ამით მან ფაქტობრივად უარყო რადიკალური დაჯგუფების დაპირებები, რომ ქალებს სწავლისა და მუშაობის უფლება გარანტირებული ექნებათ.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

თალიბანის მიერ დანიშნული ქაბულის მერმა, ჰამდულა ნომანმა ავღანეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს მუშაობა აუკრძალა.

პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ფაუზია ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა.

ცნობისთვის, საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

ქაბულის უნივერსიტეტში ქალებს აღარ უშვებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system