თავში

ბავშვებში უცნობ სინდრომს სახელი ოფიციალურად დაარქვეს

ბავშვებში უცნობ სინდრომს სახელი ოფიციალურად დაარქვეს
ბავშვებში უცნობ სინდრომს სახელი ოფიციალურად დაარქვეს

ახალი კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებულ სინდრომს, რომლითაც ბავშვები ავადდებიან სახელი უკვე ოფიციალურად დაერქვა და მას მულტისსისტემური ანთებითი სინდრომი, სხვაგვარად MIS-C ეწოდება. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, დაავადებას სახელი შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი მითითების შესაბამისად დაერქვა.

"ვიცით, რომ ეს არ არის მოკლე სახელწოდება, თუმცა მულტისსისტემური ანთებითი სინდრომი ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რაც ბავშვებს უნვითარდებათ", - განაცხადა ბლაზიომ.

შეგახსენებთ, მულტისისტებული ანთებითი სინდრომის შესახებ მოხსენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც გამოაქვეყნა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ დაავადების კლასტერები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფიქსირდება. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპისთვის სინდრომის შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვება "გადაუდებელი საჭიროებას" წარმოადგენს.

ჯანმო ასევე განმარტავს, რომ დაავადება ძირითადად 19 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, რომელთაც სამი დღის განმავლობაში ცხელება აღენიშნებათ. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მას თან ახლავს გამონაყარი, ჰიპოტენზია, შოკი, მიოკარდიუმის დისფუნქცია, დიარეა, ღებინება ან ანთების ნიშნები.

შეგახსენებთ, აშშ-ში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან არის დაკავშირებული 200-ზე მეტი ბავშვია ინფიცირებული.

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ბავშვებში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადება, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს კორონავირუსის პანდემიასთან ფიქსირდება ევროპაშიც.

საფრანგეთში 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მას კავასაკის სინდრომი და COVID-19 დაუდასტურდა.

მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა იტალიაშიც. ბერგამოს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის თქმით, ბერგამოს პროვინციაში პანდემიის დროს კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა, წინა წლებთან შედარებით, ბავშვებში 30-ჯერ იმატა. მათი თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე საავადმყოფოში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადებით 19 ბავშვი მოხვდა.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system