თავში

მარაბდა-კარწახის რკინიგზა 183 მილიონი ლარის ზარალზე გავიდა

მარაბდა-კარწახის რკინიგზა 183 მილიონი ლარის ზარალზე გავიდა
მარაბდა-კარწახის რკინიგზა 183 მილიონი ლარის ზარალზე გავიდა

მარაბდა-კარწახის რკინიგზა 183 მილიონი ლარის ზარალზე გავიდა. ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხებზე მომუაშვე პლატფორმის" ჰაბ ჯორჯიას" ჩატარებულ ონლაინკონფერენციაზე აღინიშნა.

კონფერენციაზე მიმოიხილეს გასული წლის დანაკარგები, რაც ქვეყნის ეკონომიკამ პანდემის მიზეზით განიცადა და იქვე განიმარტა, რა ნეგატიური რეზონანსი ექნება წელს შარშან დაწყებულ ეკონომიკურ კრიზისს.

საუბარი შეეხო წამგებიან სახელმწიფო საწარმოებსაც. მათ რიცხვშია: "მარაბდა კარწახის რკინიგზა" შარშანდელი 183 მილიონი ლარის ზარალით, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" 85 მილიონი ლარის ზარალით , "ენერგოტრანსი"  26 მილიონი ლარის ზარალით. "საქართველოს რკინიგზა" 130 მლნ ლარის ზარალით.

ონლაინკონფერენციაზე განიმარტა, რომ სახელმწიფო კომპანიების ზარალიანობის მიზეზი არაეფექტიანი გადაწყვეტილებებია. 

ცნობისთვის, მარაბდა-კარწახის რკინიგზა ესაა 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო, რომლის დირექტორი ლევან კანკავაა. მისთვის დოკუმენტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობაა მიწისზედა და მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობა. მარაბდა-კარწახის რკინიგზა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც $775 მილიონიანი სესხით აშენდა.

ის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის (BTK) საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ნაწილია. BTK-ის ქართული ნაწილის სამშენებლო სამუშაოების უდიდესი ნაწილი რამდენიმე წლის წინ დასრულდა. დარჩა ისეთი ტიპის სამუშაოების შესრულება, რომლებიც უშუალოდ რკინიგზის ოპერირების დაწყებასთან არის დაკავშირებული.

პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, პირველ ეტაპზე - 5 მილიონი ტონა ტვირთის, შემდგომ ეტაპზე კი, 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.

პროექტი დააფინანსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი 775 მლნ აშშ დოლარიანი სესხით. წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5%-ს. სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა დაიწყება პროექტის დასრულების შემდეგ და უნდა დაიფაროს 25 წლის განმავლობაში.

ამჟამად რკინიგზა სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. გასულ წელს მისი მეშვეობით 19-მა ბლოკ მატარებელმა გაიარა, 2020 წელს კი, რკინიგზის ცნობით 170-მდე სატესტო მატარებლის გავლა იყო დაგეგმილი.

სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში ამ სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთის იმპორტი პირველად 2019 წლის ივნისში განხორციელდა.

ეს სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს უმოკლეს გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდეს. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე შესვლას( თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი). რკინიგზის 263 კილომეტრი გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე აშენდა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ორი ტიპის გზაგამტარებს: რკინა-ბეტონის და ლითონის გოფრირებული კონსტრუქციის. ამ სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთი სულ მოიცავს 36 გზაგამტარს. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 8 გზაგამტარს. აშენდა 18 ახალი გზაგამტარი.

სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე 5 ახალი ხიდი აშენდა, 17-ს კი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

აქტიურად მიმდინარეობს ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის კეთილმოწყობა. სადგურში სადგურში 1520 მმ-იანი ლიანდაგის სტანდარტიდან ევროპული სტანდარტის 1435 მმ-იან ლიანდაგზე სატვირთო ვაგონების გადაყვანისათვის სპეციალური აღჭურვილობა დამონტაჟდა. სატვირთო ვაგონების გადასაადგილებელი პუნქტი 11340 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

ხალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორია 102 ჰექტარს მოიცავს, სადაც სხვა ობიექტებთან ერთად განთავსებულია შენობები სადგურის პერსონალისთვის.

სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე, ალპურ ზონაში, სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ამ მონაკვეთზე მსხვილტონაჟიანი გადასატვირთი პუნქტი მოეწყო. აქვე ეწყობა თოვლდამცავი გალეერები.

ყარსის ლოგისტიკურმა ცენტრმა პირველი მატარებელი უკვე მიიღო და კომერციულ ოპერირებაც დაიწყო.

საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლის პროგრამის მიხედვით კი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ასამოქმედებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს სამინისტროების 2021-2024 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა და მეპატრონეებისთვის კომპენსაციების გადახდა.

ამ სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთის გადაზიდვის დრო სულ უფრო მცირდება, რაც მის მიმართ ტვირთმფლობელთა ინტერესს ზრდის: 2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთში ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია. თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს. ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა. აქამდე თურქეთი ჩინეთში ტვირთის დასაექსპორტებლად საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია, რადგან ამ სარკინიგზო დერეფანში ტრანსპორტირების დრო შემცირდა 13 დღემდე, როცა ტვირთის მიწოდება საზღვაო გზით ხდებოდა 35-40 დღეში.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system