თავში

მთავრობა წელს მევენახეებისგან 50 მლნ ლარის ყურძენს იყიდის

მთავრობა წელს მევენახეებისგან 50 მლნ ლარის ყურძენს იყიდის
მთავრობა წელს მევენახეებისგან 50 მლნ ლარის ყურძენს იყიდის

წლევანდელ რთველში მევენახეებისთვის მოსავლის აღება ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. მთავრობა გამარტივებული წესით, 50 მლნ ლარის ყურძნის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადში, რომლის მიხედვით, მთავრობა წელს ჯამურად 80 ათას ტონამდე ყურძნს იყიდის და მას მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული ღვინის ქარხნები გადაამუშავებენ ღვინო-მასალად ან სპირტად. დაკონტრაქტების პროცესს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სს "აკურა" წარმართავს. შესყიდვა გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე მოხდება. 

"სს „აკურა-“ს შესაძლებლობებიდან გამომდინარე კომპანიას შეუძლია მხოლოდ 3000 ტონამდე ყურძნის მიღება-გადამუშავება, ხოლო დანარჩენი წინა წლების პრაქტიკიდან გამოდინარე 70-80 ათასი ტონა ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართვლოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას, სხვადასხვა დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, რის გამოც სს „აკურას“ მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტიის წარდგენის ვალდებულება. სს „აკურამ“ 2020 წლის რთველისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები უნდა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესყიდვის ღირებულებაა 50 000 000 ლარი,"- ვკითხულობთ დოკუმენტში

ცნობისთვოს, რთველის სუბსიდირების ეს მოდელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შარშანაც გამოიყენა. 2019 წლის რთველის დროს, აკურამ" მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი იყიდა და სპირტი/ღვინო მასალა დამზადდა.

შეგახსენებთ, სეტყვისა და ინტენსიური წვიმის გამო კახელი მევენახეები ზარალს ითვლიან. 

მეღვინეები კი ყურძნის ჩასაბარებლად მზად არიან.

კორონავირუსის პანდემიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ღვინის ინდუსტრია დააზარალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, დაახლოებით 20 ათასამდე მევენახეს ყურძნის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ ათეულობით კომპანიას ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.

ღვინის მწარმოებლებისათვის სხვადასხვა ტიპის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის დამატებითი სტიმული გაჩნდა. შეღავათიანი აგროკრედიტით ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების წლიური 8%-ის ოდენობის თანადაფინანსება მოხდება.

შეგახსენებთ, პრემიერმა გახარიამ ლევან დავითაშვილს რთველისა და თხილის სეზონისთვის მაქსიმალური ყურადღება და მზადყოფნა დაავალა.

წლევანდელი რთველისთვის ყურძენზე მინიმალური ფასიც განისაზღვრა. წელს კახური მწვანისა და რქაწითელის ყურძენი მინიმუმ 80 თეთრი ეღირება, რაც იმას ნისნავს, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ყურძენი 10 თეთრით გაძვირდება. მთავრობის პრპგნოზით, წელს ყურძნის ექსპორტი შემცირდება ხოლო მოსავლიანობა წინა წლების მსგავსად მზარდი იქნება.

მსხვილი ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრიან სუბსიდიას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ 1 000 ტონაზე მეტ რქაწითელს ან კახურ მწვანეს გადაამუშავებენ და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება იქნება 80 თეთრი. სხვა სახეობის ყურძნის მიღების შემთხვევაში სუბსიდირება არ მოხდება. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სუბსიდიას მიიღებს ყურძნის გადამამუშავებელი სახელმწიფო კომპანია "აკურაც", რომელმაც შარშან მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი დაამზადა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გახარიამ დეტალურად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა წელს მთავრობამ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განაახლოს რთველის სუბსიდირება.

ცნობილია, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეიძლება სახელმწიფოც ჩაერთოს.

ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და ჯამში რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება.

მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ 2020 წლის რთველი წარმატებული აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ.

სპეციალისტების თქმით, აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system