თავში

რატომ გამყარდა ლარი

რატომ გამყარდა ლარი
რატომ გამყარდა ლარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკის გააქტიურება-აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს. მინისტრის განმარტებით, ბოლო დროს პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით.

"ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია იმ მოლოდინთან, რაც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით და ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილის და მაისის თვეში სახეზე გვაქვს",- ამბობს ფინანსთა  მინისტრი. 

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლარის კურსი დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს სტაბილურობას, სანამ ეკონომიკაში აქტიურობა მეტნაკლებად გაიზრდება. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას აზრით, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, გაძლიერდება ლარზე წნეხი, რაც სავარაუდოდ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს. შენგელია ვარაუდობს, რომ კურსი, შესაძლოა, 3,35-3,36 დიაპაზონში შენარჩუნდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. 

ლარის კურსისი დასასტაბილურებლად, ეროვნულმა ბანკმა აპრილში სავალუტო აუქციონზე 82.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, ინფორმაციით, სებ-მა წელს ინტერვენციების სახით უკვე 250 მლნ დოლარი გაყიდა, გასულ წელს კი 916 მლნ დოლარი შეუშვა შიდასავალუტო ბაზარზე. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, შეფასებით, ინტერვენციები ლარის კურსს აზღვევს. სტაბილური ლარი კი, თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი და ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ლარმა ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა.

ლარის მცურავ კურსს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (სსფ-ი) იწონებს. სებ-ი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას. როგორ და რატომ "ცურავს" ლარი, ნახეთ აქ.

წელს რეგიოინში ყველაზე უფრო ლარი და ლირა გაუფასურდა. ინვესტიციების მოზიდვის უმთავრეს პრობლემად ლარის გაცვლითი კურსი სახელდება. ზოგადად, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ლარის არამყარი კურსია, ხოლო მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს., ანალიტიკოსები კი ლარის გაუფასურებას წელსაც ელიან.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ.

ეროვნული ბანკი (სებ) სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია". მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system