თავში

როდის და რომელ ქვეყნებთან განახლდება ფრენები

როდის და რომელ ქვეყნებთან განახლდება ფრენები
როდის და რომელ ქვეყნებთან განახლდება ფრენები

"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ Wizz Air-თან და ის ამ დღეებში ჩვენ მოგვაწვდის იმ ქვეყნების მოკლე ჩამონათვალს, რომელთანაც მათ მიაჩნიათ, რომ პირველ ეტაპზე ფრენები აღდგეს," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობა აქცენტს გააკეთებს ტურისტების მაღალმხარჯველ კატეგორიაზე, რომლებიც  ნაკლებად იყენებენ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, თუმცა მინისტრის თქმითვე, საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მოზიდვაც. ამიტომაც მთავრობბა, თურნავას თქმით, ყველაფერს გააკეთებს აღადგინოს იაფი ფრენების შესაძლებლობაც.

„თურქიშ ეარლაინსმა“ გამოაქვეყნა ქვეყნების სია, სადაც აპირებს ფრენები აღადგინოს და საქართველო არის პირველ ოცეულში. ვმუშაობთ სპარსეთის ყურის ქვეყნების ავიაკომპანიებთანაც," - ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც რეგულარულ ფრენებს აღადგენს და 2 კონკრეტული მიმართულების შესახებ მალე გახდება ცნობილი.

ეკონომიკის მინისტრმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მსოფლიო ტურიზმში საქართველოს კონკურენტული უპირატესობა დეტალურად განმარტეს.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

საქართველოში ტურიზმის გახსნას BBC-იც სტატიას უძღვნის.

ცნობისთვის ზაფხულის სეზონზე სტუმრების მისაღებად აჭარის რეგიონი, ზღვის კურორტებიც, ემზადებიან. როგორც აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, ამბობს, წლევანდელ სეზონზე ზღვის ნაპირზე სოციალურ დისტანციას გააკონტროლებენ.

შეგახსენებთ, აჭარა,შესაძლოა, მწვანე ტურზონად გამოცხადდეს.

როგორც გუშინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით კი, აჭარა დამატებით მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

აჭარაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, სასტუმროებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები მოეთხოვებათ.

გუშინ ტურიზმის გახსნის გეგმის პრეზენტაციის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული იმიჯით უნდა დაპოზიციონირდეს საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, მთავრობა საავიაციო პოლიტიკას ახალ რეალობას მოარგებს.

ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში უპირველესად რეგიონის ტურისტებს ელოდება, თუმცა მთავრობა ევროპელი ტურისტების მოსაზიდადაც აქტიურად იმუშავებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მზად არის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.

თურნავას პროგნოზით, მარტივი იქნება აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომელიც აქამდე გვქონდა და მოლაპარაკებები როგორც ავიაკომპანიებთან, ისე ქვეყნის მთავრობებთან უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი.

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გიდებისთვის შეღავათები და სპეციალური პლატფორმა ამოქმედდება.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვლის თქმით, ტურიზმის ყველა სეგმენტისთვის მთავრობა განსხვავებულ გაიდლაინებს შეიმუშავებს.

მისივე თქმით, აჭარა მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

ცნობისთვის, მთავრობა ამ დღეებში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმას გაასაჯაროებს. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.

შეგახსენებთ, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system