თავში

საექსპორტო ღვინოს საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეამოწმებენ

საექსპორტო ღვინოს საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეამოწმებენ
საექსპორტო ღვინოს საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეამოწმებენ

სახელმწიფო გეგმავს გაააქტიუროს ღვინის მწარმოებელთა შემოწმება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 7 კომპანია შეამოწმა, ხოლო 10 კომპანიაში განხორციელდა საინსპექციო კონტროლი. სააგენტოს განმარტებით, მეორე და შემდეგ კვარტალში შემოწმებული კომპანიების რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული საექსპორტო ღვინის შემოწმების პროცესში დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ეს იქნება ფრანგული აუდიტორული კომპანია Bureau Veritas-ი ან შვეიცარიული აუდიტორული კომპანია SGS -ი. ღვინის ეროვნული სააგენტოს შეფასებით ასე უფრო ობიექტური და გამჭვირვალე გახდება საექსპორტო პროდუქციის ხარისხის კონტროლის პროცესი. 

„ვგეგმავთ, აუდიტორის, მესამე ობიექტური პირის შემოყვანას ღვინის კომპანიების შემოწმების პროცესში და გარკვეული უფლებამოსილების მათზე დელეგირებას. ქართული ღვინის ხარისხი უმნიშვნელოვანესია ღვინის გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად"“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა," - ამბობს მეხუზლა.

ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისთვის უცხოური კომპანიები შეირჩა: პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს ხოლო იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე კომპანია „Red Bridge” იმუშავებს.

წელს იანვარ-მარტში საქართველომ წელს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გაყიდა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს. გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია, ასევე, აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი. ცოტა ხნის წინ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ვენახების ერთიანი კადასტრი ახლდება. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, კახეთის მუნიციპალიტეტებში, ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა დაიწყო ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება.  კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ ეტაპზე, რაზეც მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის ქვეყანაში წლევანდელი რთველისთვის მზადება დაიწყო. საქმე ისაა, რომ წლევანდელ რთველში ცვლილებებია: ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხსა და ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე კონტროლი გამკაცრდება. ამასთან ერთად, დაგეგმილია რთველის ჩატარება ვენახების კადასტრის პროგრამის მონაცემების საფუძველზე და ყურძნის ჩაბარების დროს არსებული რიგების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა. მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ვენახების საკადასტრო სამუშაოები 2014 წელს ჩატარდა. ვინაიდან მას შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვენახების ფართობები, მიმდინარე წელს მონაცემების განახლების მიზნით განხორციელდება „ტვიშისა“ და „ხვანჭკარის“ მიკროზონების აეროგადაღებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system