თავში

გია ბარამიძემ შიმშილობა შეწყვიტა

გია ბარამიძემ შიმშილობა შეწყვიტა
გია ბარამიძემ შიმშილობა შეწყვიტა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

„შევწყვიტე. თავისუფლება მიშას! თავისუფლება საქართველოს! ბრძოლა გრძელდება ბოლომდე - ქართველი ხალხის გამარჯვებამდე!“ - წერს გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტას დათანხმდა.

მან ციხიდან საგანგებო გზავნილიც გაავრცელა,მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და სამართლიან სასამართლოზე წარდგომა მოითხოვა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ამის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ჟირნალისტებთან გორის ჰოსპიტალზე არჩევანის გაკეთების მიზეზი განმარტა. მან ასევე განაცხადა, რომ კლინიკა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილისთვის განსაკუთრებული პალატა მოეწყო.

დღესვე, თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდანვიდეო-კადრები გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელა და ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ასევე შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატებმაც.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილეს, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, მსოფლიო ბანის განცხადებით, ის შიმშილობას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, როცა დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system