თავში

თალიბებმა აკრძალეს ფილმები და გადაცემები, რომლებშიც ქალები მონაწილეობენ

​თალიბებმა აკრძალეს ფილმები და გადაცემები, რომლებშიც ქალები მონაწილეობ
თალიბებმა აკრძალეს ფილმები და გადაცემები, რომლებშიც ქალები მონაწილეობენ

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, ადგილობრივ ტელეარხებს მოუწოდა, საეთერო ბადიდან ამოიღონ ფილმები და გადაცემები, რომლებშიც ქალები მონაწილეობენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"თალიბანის" წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბებულმა ულტრაკონსერვატიულმა ხელისუფლებამ ტელეარხებს სთხოვა, არ ეჩვენებინათ გადაცემები, რომლებსაც ისინი ამორალურად მიიჩნევენ. მათ შორისა "თალიბანი" სერიალებს ან დრამებს ასახელებს, რომლებშიც ქალები თამაშობენ.

დირექტივა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ გასცა. ადგილობრივი ტელევიზიისთვის ეს პირველი ასეთი რეკომენდაცია იყო.

სამინისტროში განაცხადეს, რომ ფილმები ან შოუები, რომლებიც ისლამურ ან ავღანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უნდა აიკრძალოს.

ახალი წესების თანახმად, ქალ-ჟურნალისტებს, რომლებიც ეთერში გამოჩნდებიან, ჰიჯაბი უნდა ეკეთოს. სამინისტრომ ასევე შეუფერებლად მიიჩნია მამაკაცის სხეულების, მათ შორის შიშველი ტანის გამოსახვა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

თალიბანის მიერ დანიშნული ქაბულის მერმა, ჰამდულა ნომანმა ავღანეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს მუშაობა აუკრძალა.

პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ფაუზია ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა.

ცნობისთვის, საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

ქაბულის უნივერსიტეტში ქალებს აღარ უშვებენ.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელთ, ქალთა მუშაობისა და განათლების საკითხების განხილვაზე უარი განაცხადა და ეს საქმე ულემებს (ისლამის აღიარებული და ავტორიტეტული მცოდნეების კრებითი სახელი) მიანდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system