თავში

პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება - რა არის ინდექსაცია

პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება - რა არის ინდექსაცია
პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება - რა არის ინდექსაცია

ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

საკუთრ გამოსვლაში ივანე მაჭავარიანი პენსიები საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ  პენსიის ზრდა წლების განმავლობაში მთავრობის დღის წესრიგში იყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობისთვის ეს თემა პრიოტიტულია. 

მაჭავარიანი შეეცადა აეხსნა საზოგადოებისთვის, რატომაა პენსიის ინდექსაცია კარგი.

ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ამ თემით სპეკულირებდა. ზოგი ამბობდა, რომ 300 ლარით გაზრდიდა, ზოგო 400 ლარით და ა.შ. საბოლოოდ ჩვენ შევიმუშავეთ წესი, რომელი პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში, ყოველ წელს, პენსიონრებს გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და ვინ რამდენად პოპულისტია და ვინ რამდენად არის მოკლევადიან ამოცანებზე ორიენტირებული, არამედ იყოს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი წესი,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობა რამდენიმე დღეში წარუდგენს პარლამენტს პენსიის ინდექსირების წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება. 

პენსიის ინდექსაციაზე საუბრისას მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ძალაშია პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიის 30 ლარით მატება.

"არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველ რიგში ესაა პენსიების ინდექსაცია, რომელიც ერთი მხრივ, თითქოს ახალი ფენომენია, თუმცა ესაა ის თემა, რომელიც წლების განმავლობაში დღის წესრიგში იდგა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილში და მინდა გითხრათ, რომ აქ გვაქვს შემდეგი მიდგომა, ერთი რომ წლის დასაწყისში დაანონსებული პენსიების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან მატება 20 ლარით ეს უკვე შემდგარი ფაქტია, შემდგომი მატება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 30 ლარით ესეც პირველი ივლისიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტი დღეს საკმაოდ დიდ გამოწვევებს განიცდის, ჩვენ არა თუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე არამედ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამას გარდა, ინდექსაციის ნაწილში, ესაა წესი თუ სამომავლოდ პენსიები როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოში და ალბათ გემახსოვრებათ, რომ ეს მუდმივი სპეკულაციის საგანი წლების განმავლობაში. ვისაც არ ეზარებოდა ამ თემით სპეკულირებდა. გადავწყვიტეთ, შევიმუშაოთ წესი, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში პენსიონერებს ყოველწლიურად გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და ვინ მეტად თუ ნაკლებად პოპულისტია, არამედ იყოს გამჭვირვალე , პროგნოზირებადი წესი. 70 წლამდე პენსიონერებისთვის უნდა მოხდეს პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით. ასევე ჩვენ გვაქვს ქვედა მინიმუმი. შესაბამისად, ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსია, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით. თუ ეკონომიკური ზრდა ან ინფლაცია მაღალი იქნება, ეს თანხები ამ მაჩვენებლებით შესწორდება და შეიძლება უფრო მეტიც იყოს“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, დახმარებები გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვე 200 ლარით დაეხმარება.

300-ლარიან დახმარებას სთავაზობს ხელისუფლება თვითდასაქმებულებს მათი იდენტიფიცირების შემდეგ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან დაუბრუნებს.

კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system