თავში

პირბადეების საწარმო "ჯეომასკი“ ფართოვდება

პირბადეების საწარმო "ჯეომასკი“ ფართოვდება
პირბადეების საწარმო ჯეომასკი“ ფართოვდება

საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა კომპანია ,,ჯეომასკთან“ პარტნიორობა დაიწყო. 

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ფინანსური მხარდაჭერა საკერავი დანადგარის შესაძენად, რაც პირბადეების წარმოების ზრდას საგრძნობლად შეუწყობს ხელს.

მათივე ცნობით, საკერავი დანადგარი 3-შრიან სამედიცინო პირბადეებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე 370 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

კომპანია გეგმავს პირბადეების აპარატების მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებას, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის პირბადის შეძენა/ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ცნობისთვის, ქართული პირბადეები ექსპორტზე გადის.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 5 მილიონამდე დოლბანდის 12-შრიანი პირბადეა წარმოებული. პირბადეები მოსახლეობას სუბსიდირებულ ფასად მიეწოდება. ცნობისთვის ეკონომიკის მინისტრმა პირბადეების დაექსპორტება ჯერ კიდევ მაისში დააანონსა.

შეგახსენებთ, სუბსიდირებული ქართული პირბადეების პროგრამა დასრულდა. პროგრამა ჯამურად 3,459,077,80 ლარი დაჯდა. სულ 5,349,195 ცალი პირბადე შეიკერა. პირბადეების სამთავრობო პროგრამაში ჩართული იყო 16 საწარმო/სამკერვალო. მათი მომსახურების (კერვის) ღირებულებამ ჯამში, დაახლოებით, 1,955,961 ლარი შეადგინა.

ამ პროგრამის მოქმედების ვადა ბაზრის გაჯერებამდე ჯერ კიდევ პროგრამის გაშვებისას განსაზღვრა.

შიდაბაზარზე ამ დრომდე ქართული წარმოების პირბადეებზე მაღალი მოთხოვნაა და 8 აპრილიდან მისი ყიდვა 50 თეთრადაა შესაძლებელი.

მთავრობამ მასობრივი წარმოების დაწყება მარტის მეორე ნახევარში დაანონსა და ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 5 აპრილიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილმა ქართული პირბადის დიზაინი დაიწუნა, თუმცა პირბადის დიზაინითა და ხარისხით კმაყოფილია ინფექციონისტები, პაატა იმნაძეც და მარინა ეზუგბაიაც. მის ხარისხში ეჭვი არ ეპარება ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც. ქართული წარმოების პირბადის ხარისხით ამაყობს ეკონომიკის მინისტრიც.

ნათია თურნავამ პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა და საკუთარი შეკერილი პირბადე პირდაპირ ეთერშიც მოირგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system