თავში

რას მისცემს საქართველოს ენერგობაზარს ევროპული კანონმდებლობა

რას მისცემს საქართველოს ენერგობაზარს ევროპული კანონმდებლობა
რას მისცემს საქართველოს ენერგობაზარს ევროპული კანონმდებლობა

"ენერგეტიკაში რეფორმის ეტაპობრივი დანერგვა მხოლოდ წაადგება დარგის განვითარებას“, - ასე აფასებს საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებს ენერგეტიკაში. კომპანიის განცხადებაში შეფასებულია საქართველოში ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მნიშვნელობა და მიმდინარეობა. განცხადების თანახმად, ორგანიზებული ბაზრების სატესტო რეჟიმში ოპერირება კომპანიებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში შეისწავლონ თავიანთი შესაძლებლობები ახალი ბაზრის პირობებში და საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე სწორედ განსაზღვრონ ოპერირებისთვის აუცილებელი რესურსები.

"ენერგეტიკული სექტორის საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ენერგეტიკული გარემო გახადოს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ხელი შეუწყოს სექტორში საჭირო კაპიტალის მოზიდვას. ენერგეტიკული რეფორმის შედეგად, ბაზრის ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება და ქვეყანაში მოხდება ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება. ამ მიზნით აუცილებელია, რომ ფასწარმოქმნის მექანიზმი დაფუძნებული იყოს გამჭირვალე, სამართლიან და საბაზრო პრინციპებზე. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ახალ გარემოსთან ადაპტირება მოხდეს სრულიად ჩამოყალიბებული და გააზრებული რეგულაციების პირობებში," - ნათქვამია საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავას, განმარტებით, რეფორმის მიმდინარეობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო კონსულტანტები, რომლებიც მთელ ამ პროცესს აკვირდებიან.

ენერგეტიკული რეფორმის ჩავარდნაზე გუშინ "აფბამ" განაცხადა და გუშინვე ეჭვქვეშ დააყენა 1 ივნისს სენბ-ის ამოქმედება, თუმცა ორგანიზაციას ეკონომიკის სამინისტროდან უპასუხეს, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს. და, ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით, ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე. კიდევ უფრო მანამდე კი ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა ამბობდა, რომ ყველაფერი კეთდება ბირჟის 1-ლი ივლისიდან სრულად ამოქმედებისთვის, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან თავად კომპანიებიც. ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ნაწილის განმარტებით, პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და კომპანიების ნაწილი რეფორმის დროებით გადავადებას ითხოვენ.

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ფარგლებში, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წელს 1-ლი ივლისიდან იყო დაგეგმილი.

სპეციალისტების ნაწილი ბირჟის ამოქმედებაში რისკებსაც ხედავს. მათი თქმით, ბაზრის სიმწირიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის, ან თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში იყოს, ასე ვთქვათ, არასამართლიანი და სპეკულატიური ფასის ჩამოყალიბების მცდელობები.ენერგეტიკოსების ახსნით, ამჟამად ჩვენს კალათაში დიდია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, მიწოდება იმდენი არ გვაქვს, რამდენიც მოთხოვნა არის და სწორედ ამ გარემოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად სპეკულატიური რისკები, რასაც, სპეციალისტების რეკომენდაციით, გამართული მენეჯმენტი სჭირდება. მათივე მტკიცებით, ბირჟის ამოქმედება, მისი ოპერირება და მონიტორინგი დღეს მთავარი გამოწვევაა.

საერთო ჯამში ბიზნესი ელექტროენერგეტიკის რეფორმას იწონებს.

საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება, ერთი მხრივ, სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო, მეორე მხრივ, გენერაციის ობიექტებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთვის სასარგებლო და მისაღებ ფასებში გაყიდონ ის ელექტროენერგია, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ.

ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამუშავდება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system