თავში

ლევან დავითაშვილი: ივანიშვილმა 200 მლნ დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

ივანიშვილმა 200 მლნ დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
ლევან დავითაშვილი: ივანიშვილმა 200 მლნ დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს ფერმერების მხარდამჭერი პაკეტის პრეზენტირებისას განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი, თუმცა სპეციფიკური.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ფერმერული საქმიანობა თავის თავში მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს, რაც დიდწილად უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს, კლიმატს. შესაბამისად, მინისტრის თქმით, სპეციფიკურია სახელმწიფოს პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართ და ფერმერების დახმარების პაკეტიც განსხვავდება, კომპლექსურია და მოიცავს საკრედიტო ინსტრუმენტებს, საგრანტო დახმარებას, პირადაპირ დახმარებას აგროდიზელის სახით. მინისტრის თქმითვე, ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარებისა და ცოდნის კომპონენტიც.

"როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესახებ. 2013 წელს, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა პრიორიტეტულ მიმართულებად. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მან დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ეს იყო, პრაქტიკულად, გარდამტეხი მომენტი სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მოსახლეობის სოფლის მეურნეობისკენ და სოფლისკენ მიბრუნება სწორედ ამ სტიმულმა გამოიწვია. ამის შემდეგომ ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია და ორიენტირებულია კერძო მეურნეობების განვითარებაზე“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

მისივე თქმით, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განისაზღვრა სოფლის მეურნეობის კერძო სექტორის დახმარების სრულყოფილი პაკეტი, რომელიც გულისხმობდა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დახმარებას და ამას თანმიმდევრულად ვახორციელებდით წლების განმავლობაში.

„თანმიმდევრულობის შედეგად, ჩვენ შარშან უპრეცედენტოდ მაღალი, დაახლოებით, ერთი მლრდ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განვახორციელეთ. ჩვენ შევამცირეთ ასევე დეფიციტი, რომლიც გვქონდა აგროსასურსათო პროდუქტების ვაჭრობაში; დაახლოებით 900 მლნ დოლარის უარყოფითი ბალანსი გვქონდა 2012-2013 წლებში და ჩვენ ეს ბალანსი დაახლოებით 300 მლნ დოლარამდე დავიყვანეთ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში წლიდან წლამდე იზრდებოდა ტურისტული ნაკადი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. ამაზე მთავრობა კომპანიებს გაურიგდა და რამდენიმე წელი ისინი გლეხებს იაფ დიზელს შესთავაზებენ.

მთავრობის დახმარების წყალობით, 200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მცირე ფერმერებისთვის დაზღვევის ხარჯის 70%-ს მთავრობა დაფარავს

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.

სოფლის მეურნეობის სტიმულირების გეგმაში მთავრობას დეტალურად აქვს გაწერილი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები მთავრობის დახმარების მისაღებად.

დღესვე მინისტრმა დეტალურად განმარტა, რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system