თავში

თალიბებმა 3000 ლიტრი ალკოჰოლი გადაღვარეს - VIDEO

​თალიბებმა 3000 ლიტრი ალკოჰოლი გადაღვარეს
თალიბებმა 3000 ლიტრი ალკოჰოლი გადაღვარეს - VIDEO

ავღანეთის დედაქალაქში ჩატარებული რეიდის შედეგად, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ალკოჰოლი ამოიღო. როგორც ცნობილია, თალიბები ალკოჰოლის გაყიდვის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. ოპერაციის დროს სამი დილერი დააკავეს.

"მუსლიმებმა სერიოზულად უნდა შეიკავონ თავი ალკოჰოლის წარმოებასა და გაყიდვისაგან“, - განაცხადა რელიგიურმა ლიდერმა ვიდეოში, რომელიც დაზვერვის გენერალური სამმართველოს მიერ გამოქვეყნდა.

ავღანეთის დაზვერვის გენერალური სამმართველოს თანამშრომლებმა 3 000 ლიტრი ალკოჰოლი ქაბულის ერთ-ერთ არხში ჩაღვარეს.

შეგახსენებთ, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთში ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალა.

ასევე ავღანეთში ქალებს მამაკაცების თანხლების გარეშე მკურნალობა აუკრძალეს.

თალიბანის მიერ დანიშნული ქაბულის მერმა, ჰამდულა ნომანმა ავღანეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს მუშაობა აუკრძალა.

პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ფაუზია ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა.

ცნობისთვის, საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

ქაბულის უნივერსიტეტში ქალებს აღარ უშვებენ.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელთ, ქალთა მუშაობისა და განათლების საკითხების განხილვაზე უარი განაცხადა და ეს საქმე ულემებს (ისლამის აღიარებული და ავტორიტეტული მცოდნეების კრებითი სახელი) მიანდო. 

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება ხელში გასული წლის აგვისტოში ჩაიგდო, ბრძანა, რომ მანეკენებს თავები მოჰკვეთონ.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთში ისეთი უცხოური სერიალების ჩვენება აკრძალა, რომლებიც შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება, მათში ქალები ჰიჯაბის გარეშე, ასევე ნებისმიერი სიმღერებია წარმოდგენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system