თავში

აგროტურიზმი სოფლად მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის - USAID

აგროტურიზმი სოფლად მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის - USAID
აგროტურიზმი სოფლად მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის - USAID

„აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს“, - ამის შესახებ USAID-ი  Facebook-გვერდზე წერს და აგროტურიზმის ციფრული პლატფორმის ამოქმედებასაც აფასებს. 

„ინოვაციური ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, USAID-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობს. ეს თანამშრომლობა მოიცავს აგროტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს. დღეს, აშშ. ელჩმა კელი დეგნანმა და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა მონაწილეობა მიიღეს სოფელ უდაბნოში აგრიტურიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიებაზე ციფრული პლატფორმა AgroGate-ის პრეზენტაცია შედგა. პლატფორმა, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ USAID-სა და Mastercard-თან პარტნიორობით შექმნა, ასახავს აგრიტურისტულ საიტებს სამხრეთ კავკასიაში და მომხმარებლებს უშუალოდ ტურისტულ ოპერატორებთან კავშირის საშუალებას აძლევს. თქვენც სცადეთ პლატფორმა AgroGate.world-ზე“, -განმარტავენ  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში.

აგროტურიზმი სოფლის განვითარების შესაძლებლობად განიხილება.  აგროტურისტული ონლაინ პლატფორმა agrogate.world საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.

საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

აგროტურიზმის და ზოგადად ტურიზმის აღსადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას. 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ქვეყანაში ვიზიტორთა ოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა. რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ისრაელიდან საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვიდა.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system