თავში

ანაკლიის პორტის კონკურენტი ტამანი დროს არ კარგავს

ანაკლიის პორტის კონკურენტი ტამანი დროს არ კარგავს
ანაკლიის პორტის კონკურენტი ტამანი დროს არ კარგავს

“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება ყველაზ ემეტად რუსეთს აწყობს და სანამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოში დაპაუზებულია, პუტინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს განავითაროს ტამანის ნავსადგური.

რას მოიგებს რუსეთი ტანამის პორტით?

„რუსეთმა დაინახა რომ ბათუმსა და ფოთში კონტეინერების რიცხვი გაიზარდა და ნოვოროსისკის ნავსადგურის საკონტეინერე სიმძლავრე 350 დან 7 00 ათასამდე გაზარდა. პარალელურად ტამანის ნავსადგურში ცდილობს 1,5 ათასი კონტეინერის სასაწყობე და სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოაწყოს. გარდა ამისა, რუსეთს გათვალისწინებული აქვს ვოლგადონის არხის პარალელურად, ტამანის ნავსადგურიდან კასპიის ზღვამდე, ევრაზიის არხის გაყვანა და კასპიის ზღვაზე ახალი ნავსადგურის ლაგანის მოწყობა. ამით ის დააკავშირებს კასპიის ზღვას და შავ ზღვას და შექმნის სიმძიმის ცენტრს, რომ აზიის მთლიანი ტვირთნაკადი, ავტომატურად გადმომისამართდება ტამანის ნავსადგურში. ეს არის რუსეთის გეგმაზომიერი პოლიტიკა. რუსეთის მთავრობა ცდილობს ყველანაირად, რომ განავითაროს ტამანის ნავსადგური, მიაღწიოს სასურველ სიღრმეებს და ამით უზრუნველყოს გლობალური ტვირთნაკადების მოზიდვა. ამისთვის სახელმწიფომ მილიარდობით თანხა უკვე მოიზიდა და გვერდში უდგას ტამანის პორტს,“- უცხადებს report.ge-ს პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ანაკლიის ნავსადგურის დაკონსერვება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციასაც აზრს უკარგავს და დახარჯული ფულიც წყალში აღმოჩნდება გადაყრილი.

შეგახსენებთ, 2011 წელს საქართველომ დაიწყო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც უღელტეხილზე სიმძლავრეების გაზრდას ითვალისწინებს. თუ დღეს საქართველოს რკინიგზის გამტარიანობა 17-20 მილნ. ტონაა, რეკონსტრუქციის შედეგად, ის დაახლოებით, 47 მლნ. ტონამდე გაიზრდება. პროექტზე უკვე დახარჯულია 250-300 მლნ. დოლარი და ინვესტიციები, რომელიც სახელმწიფომ ჩადო, მისი ამოღების შანსები ძალიან დაბალია.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის დაპაუზებით?

"დღეს ჩვენ გვაქვს ზღვა, თუმცა არ ვართ საზღვაო ქვეყანა. არც სანაოსნო გაგვაჩნია, არც საკუთარი ტვირთი გაგვაჩნია, არც საკუთარი გემები, მაგრამ ანაკლიის აშენების შემთხვევაში, ჩვენ შევქმნიდით ძალიან კარგ ბიზნეს გარემოს, ტვირთების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი სანაოსნო კომპანია შეგვექმნა და მის შესაძლებლობას პროექტის არგანხორციელებით მკაფიოდ ვუშვებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ვერ ვიყენებთ ეს არის საბორნე გადაზიდვები - ფოთსა და ბათუმში სარკინიგზო, საავტომობილო საბორნე გადაზიდვები მართალია არსებობს, მაგრამ ისეა შეზღუდული ადგილმდებარეობა, რომ მისი განვითარების პერსპექტივა არ არის. არადა, შავ ზღვაზე ყველა მეზობელს გააჩნია ბორნები, საქართველოს - საზღვაო ქვეყანას, კი საკუთარი ბორანიც კი არ გააჩნია. საბორნე გადაზიდვების განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ცარიელ ტერიტორიაზე ანაკლიის ნავსადგურის აშენება. ამასთან, დერეფნის მთელს სიგრძეზე, დაწყებული ყაზახეთიდან, აზერბაიჯანით დასრულებული, თითქმის ყველგან გაძლიერდა საპორტო ინფრასტრუქტურა, გაძლიერდა სიმძლავრეები. ჩვენ, ფოთსა და ბათუმში გვექმნება ვიწრო ყელი, რითაც მთალიანად დერეფნის განვითარებას ესმება ჯვარი. ეს ხდება მაშინ, როცა ანაკლიის პორტი არ აშენდება"- უხსნის ექსპერტი ცაგარეიშვილი report.ge-ს და დასძენს, რომ ანაკლიის პორტის საპირწონე ფოთის პორტი ვერასდროს გახდენა, რადგან ფოთის პორტი მისი მდებარეობის გათვალისწინებით ვერასდროს შეძლებს იმ მოცულობის გამტარუნარუიანობას, რაც შეუძლია ანაკლიის პორტს.

რატომ არის ტამანის პორტი ანაკლიის კონკურენტი?

"საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების კუთხით, სწორედ ტამანის ნავსადგური წარმოადგენს ანაკლიის უშუალო კონკურენტს. უფრო კონკრეტულად, საკონტეინერო გადაზიდვები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურაა ფინანსურად ყველაზე მომგებიანი სეგმენტი, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი ნავსადგურისათვის განვითარების ძირითად ნაწილს. რუსეთს გააჩნია მწყობრი პოლიტიკა, რაც გამოიხატება საწყის ეტაპზე ნოვოროსიისკის ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრეების სრულად ამოწურვის შემდგომ ტამანის ნავსადგურის ამ კუთხით განვითარებაში. ტამანის ნავსადგურს რუსეთში წარმოებული და ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის, ძირითადად ქვანახშირის, ლითონის და ხორბლის გადაზიდვებს, ბუნებრივია, ანაკლიის ნავსადგურთან ვერ ექნება „კონკურენტული ბმა“ და ანაკლიის ნავსადგური არც არის განკუთვნილი დაბალი ღირებულების და ევროპულ ბაზარზე, ცვალებადი მოთხოვნის ტვირთების გადამუშავებაზე, რისი მაგალითიც არის, ბოლო პერიოდში ტამანის „სახელმწიფო“ ნავსადგურში ევროპულ ბაზარზე ნაყარი ტვირთებზე მოთხოვნის კატასტროფიულად შემცირება, თავდაპირველად დაგეგმილი სიმძლავრეების 4.5 ჯერ შეკვეცა. რაც შეეხება ტამანის სახელმწიფო ნავსადგურის მიღმა კერძო ინვესტიციით მშენებარე ნავსადგურს, ზუსტად იქ არის გათვალისწინებული, ანაკლიის ნავსადგურთან კონკურენტული ბმა, ტამანის ნავსადგურის ჩრდილოეთით გათვალისწინებულია, 1.5 მლნ TEU ზე გათვლილ საკონტეინერო ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება 10 000 TEU ტევადობის საოკიანო კონტენერმზიდი გემების მიღება. უფრო მეტიც, ტამანის ნავსადგურის საკონტეინერო გადაზიდვების ბიზნესში, სრულად იქნება ჩართული, ემირატების მსოფლიო გიგანტი ოპერატორი კომპანია - DB World ი, რომელიც ფლობს, 50% ს კონტეინერების გადაზიდვების სფეროში FESCO-ს უმსხვილეს საკონტეინერო ხაზს. საკონტეინერო ტვირთების მოზიდვის უზრუნველყოფის კუთხით, FESCO უშუალოდ ფლობს, რუსეთის უსხვილეს საკონტეინერო სარკინიგზო კომაპნია ТРАНСКОНТЕИНЕР ის 25% -ს აქტივებს რომელიც, პირველ რიგში, ჩინეთი - ევროპა - ჩინეთის მიმართულებით ახორცილებს გადაზიდვებს. სწორედ ამ ფინანსურად მომგებიან სექტორშია ტამანის ნავსადგური ანაკლიის ნავსადგურის კონკურენტი," - გვეუბნება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრს ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ტამანის ნავსადგური სტრატეგიულად მდებარეობს ქერჩის სრუტის რუსულ მხარეს, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს აზოვის ზღვასთან, რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოპირდაპირე მხარეს.

2024 წლისთვის პორტს ექნება შვიდი მოქმედი ტერმინალი: ნახშირის, რომელიც KuzbassRazrezUgol-ს მოემსახურება -20 მლნ ტ, ასევე ნახშირის ტერმინალი SUEK-ისთვის -12 მლნ. ტ, მეტალურგიული ტერმინალი მეტალოინვესტირებსთვის -9 მლნ ტ, ხორბლის EFCO-ს ტვირთისთვის -20მლნ ტ, ასევე ნახშირის ტერმინალი SDS Ugol - 5 მლნ ტ სიმძლავრით, საბუნკერე Rosneft-ს 0,9 მლნ ტ და ბოლოს სპეციალიზირებული ტვირთის ტერმინალი Ros Tec (სამხედრო ტექნიკა).

ტამანის პორტების განვითარების მეორე ეტაპზე 2027-2030 წლებში, დაგეგმილია საკონტეინერო და სასუქების ტერმინალების მშენებლობა, 37 მლნ ტ სიმძლავრით. ტამანი ასევე მიიღებს ტვირთს, რომელსაც ახლომდებარე ნოვოროსიისკის რუსული ღრმაწყლოვანი ნავსადგური ვერ გაუმკლავდება. ტამანის ნავსადგურის სიღრმე 20-25 მ-ია, რაც საშუალებას იძლევა მოემსახუროს 220 000 ტონამდე გემებს.

ტამანში სამრეწველო ინდუსტრიული პარკის პროექტის განხორციელებით, დაგეგმილია რუსეთის სამხრეთ ნაწილში ნაყარი ტვირთის გადაზიდვის უნარის დეფიციტის აღმოფხვრა. პარკი ასევე ნავთობქიმიური და აგრარული პროდუქტების რუსეთის ბაზარზე წარმოების შესაძლებლობას შექმნის, და ხელს შეუწყობს ქვეყნის ექსპორტს.

რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ის ანაკლიის განვითარების კონსოპრციუმს უნდა აეშენებინა, თუმცა მასთან 9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან პორტის მშენებლობაში თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს. მან კონსორციუმის ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა ჯერ კიდევ 14 მაისს გამორიცხა, როცა კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს.

ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

მას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უპასუხა, რომ თურნავას თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს ჩვენს ქვეყანას.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს, შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. მისივე განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system