თავში

რა ხდება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში

​რა ხდება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში
რა ხდება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში report.ge-ს კითხვას, რა ხდება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში, მოკლედ პასუხობენ: "სრული ჭაობია." ცეტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ბოლო 6 წელიწადში, გადაზიდვების მოცულობები "პლატოზეა" გაჩერებული.

"ფოთის ნავსადგური ბოლო ექვს წელიწადში გატარებული ტვირთები 6 -8 მლნ ტონაა წელიწადში; ბათუმის ნავსადგურში 0.8 - 1 მლნ ტონა; ყულევის ნავსადგური 1,6 - 1.7 მლნ ტონა; საქართველოს რკინიგზა 10 -12 მლნ ტონა. ფაქტიურად, ფოთის ნავსადგური, მიუხედავად, დაუსრულებელი დაპირებისა, გაფართოებასთან დაკავშირებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მცირე წარმადობით ხასიათდება. ამ ციფრების შემდეგ ნათელია, რამდენად ვიყენებთ საქართველოზე გამავლი დერეფნის შესაძლებლობებს," - გვეუბნება პაატა ცაგარეიშვილი და განმარტავს, თუ როგორ გავზომოთ ფოთის ნავსადგურის მიერ გატარებული ტვირთები, შავი ზღვის აუზის ნავსადგურებთან მიმართებით. მისი თქმით, პირველი დონეა: ნოვოროსიისკის ნავსადგური 130 მლნ ტონა წელიწადში; მეორე დონეა: კონსტანცა, იუჟნი, კავკაზი - 35 - 45 მლნ ტონა;მესამე დონეა: ნიკოლაევი, ტუაპსე ოდესა - 20 -25 მლნ ტონა; მეოთხე დონეა: ვარნა, სამსუნი, ტამანი, ბურგასი, ჩერნომორსკი - 10 - 18 მლნ ტონამდე, მეხუთე დონეა: ზუნგულდაკი, ოლივია, ფოთი - 6-8 მლნ ტონა.

საქართველოს დერეფანში ტვირთის კლებაზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი და მიზეზად არასწორ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სატრატეგიას ასახელებს. ტვირთის კლებას უკავშირებენ ანაკლიის პორტის არქონასაც, თუმცა გადამზიდავი კომპანიები საპორტო სერვისებში არსებულ მანკიერებებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ტვირთმფლობელები საქართველოს პორტებში ბევრ ბარიერებს აწყდებიან. მათი მტკიცებით, პორტების ტერმინალებიდან საკმაოდ ჭირს ტარიფების მიღება.

რა როლი აქვს ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობაში, CAREC-ში, საქართველოს პორტებს, რა ხდება ქვეყნის პორტებში, ვინ რა ფორმით მართავს ქართულს პორტებს, რა პრობლემებს ქმნის საპორტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა, ნახეთ აქ.

ქართულ და ევროპულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება.ამის შესახებ ცნობილი გახდა 2921 წლის მარტში საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის მიმოსვლა გააქტიურდება. შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან, ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება და ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, - ეს გზავნილები ჩაიტანეს ქართველმა დელეგატებმა ბრიუსელში.

საქართველოს დერეფანი გაციფრულდება, რასიც ქვეყანას აშშ ეხამრება. საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას, ანუ გაციფრულებას, 1000 000 ევრო მოხმარდება. საუბარია დერეფნის გაციფროვნებაზე, რომლის ერთ ერთი მთავარი ელემენტი საბაჟოების ერთიან ციფრულ პლატფორმაზე მუშაობაა. საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა. საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე. ეს ინიციატივა ცალსახად დადებითად ფასდება ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტების მხრიდან. დერეფნის დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი, უხეში გათვლებით, დაჯდება 5-6 მლნ ლარი. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე 2020 წელს 21 მლნ ლარი დაიხარჯა. 2020 წლის ბოლოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოების 93% უკვე შესრულებული იყო, თუმცა პროექტის სრულად დასრულების თარიღმა 2 წლით გადაიწია და მისი მოდერნიზაციის დასრულება 2022 წლისთვის გადაიდო. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტი 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია. პროექტი სრულად საქართველოს რკინიგზის მიერ ფინანსდება. მოდერნიზაციის შემდეგ, სარკინიგზო გადაზიდვები უნდა გამარტივდეს და გამტარუნარიანობა 25 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე (მომავალში 100 მლნ ტონამდე გაფართოების შესაძლებლობით) უნდა გაიზარდოს.

ცნობისთვის, TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულებაც იგეგმება, ანუ ამ დერეფანში ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობები იმოქმედებს.

შეგახსენებთ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, DCFTA-ით, გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ NCTS-ის იმპლემენტაციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში, ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1000 000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეა.

რა როლი აქვს CAREC-ში საქართველოს პორტებს, რა ხდება ქვეყნის პორტებში, ვინ რა ფორმით მართავს ქართულს პორტებს, რა პრობლემებს ქმნის საპორტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system