თავში

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა
საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა. 2021 წლის I კვარტალში საქართველოს დერეფანმა 9.2 მლნ ტონა ტვირთი გაატარა, წლიურ ჭრილში ზრდა 300 ათასი ტონას უტოლდება.

იანვარ-მარტში საავტომობილო ტვირთბრუნვამ 6.2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემის იდენტურია. 

საქართველოს რკინიგზამ იანვარ-მარტში გადაზიდა 3 მლნ ტონა ტვირთი, რაც  0.2 მლნ-ით მეტია 2020 წლის სამ თვესთან შედარებით.

რაც შეეხება პორტებს, აქ ტვირთები შემცირებულია.  ქართულ საზღვაო ნავსადგურებში წელს პირველ კვარტალში ტვირთბრუნვა 4.1 მლნ ტონას გაუტოლდა, რაც 0.3 მლნ ტონით ნაკლებია 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე. წლიურ ჭრილში წელს იანვარ-მარტში ქვეყნის უმსხვილესმა ნავსადგურმა, ფოთის პორტმა, 400 ათასი ტონით ნაკლები, 4.1 მლნ ტონა ტვირთი მიიღო.  2021 წლის იანვარ-მარტში ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა გაიზარდა 0.8 მლნ-დან 0.9 მლნ-მდე.  ყულევსა და სუფსაში მაჩვენებლები არ შეცვლილა და შესაბამისად, 0.4 მლნ და 1.1 მლნ-ს შეადგენს. 1.5-ჯერაა შემცირებული პორტებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობაც და ის 95 106 TEU -ს შეადგენდა.

წლის დასაწყისში, იანვარში, საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე იყო და 3 მლნ ტონა ტვირთს უტოლდებოდა

2020 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 42.9 მლნ ტონაზე დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდა 0.6 მლნ ტონაა. 

საქართველოს დერეფანში ტვირთის კლებაზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი და მიზეზად არასწორ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სატრატეგიას ასახელებს. ტვირთის კლებას უკავშირებენ ანაკლიის პორტის არქონასაც, თუმცა გადამზიდავი კომპანიები საპორტო სერვისებში არსებულ მანკიერებებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ტვირთმფლობელები საქართველოს პორტებში ბევრ ბარიერებს აწყდებიან. მათი მტკიცებით, პორტების ტერმინალებიდან საკმაოდ ჭირს ტარიფების მიღება.

რა როლი აქვს ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობაში, CAREC-ში, საქართველოს პორტებს, რა ხდება ქვეყნის პორტებში, ვინ რა ფორმით მართავს ქართულს პორტებს, რა პრობლემებს ქმნის საპორტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა, ნახეთ აქ.

ქართულ და ევროპულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება.ამის შესახებ ცნობილი გახდა 2921 წლის მარტში საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის მიმოსვლა გააქტიურდება. შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან, ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება და ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, - ეს გზავნილები ჩაიტანეს ქართველმა დელეგატებმა ბრიუსელში.

საქართველოს დერეფანი გაციფრულდება, რასიც ქვეყანას აშშ ეხამრება. საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას, ანუ გაციფრულებას, 1000 000 ევრო მოხმარდება. საუბარია დერეფნის გაციფროვნებაზე, რომლის ერთ ერთი მთავარი ელემენტი საბაჟოების ერთიან ციფრულ პლატფორმაზე მუშაობაა. საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა. საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე. ეს ინიციატივა ცალსახად დადებითად ფასდება ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტების მხრიდან. დერეფნის დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი, უხეში გათვლებით, დაჯდება 5-6 მლნ ლარი. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე 2020 წელს 21 მლნ ლარი დაიხარჯა. 2020 წლის ბოლოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოების 93% უკვე შესრულებული იყო, თუმცა პროექტის სრულად დასრულების თარიღმა 2 წლით გადაიწია და მისი მოდერნიზაციის დასრულება 2022 წლისთვის გადაიდო. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტი 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია. პროექტი სრულად საქართველოს რკინიგზის მიერ ფინანსდება. მოდერნიზაციის შემდეგ, სარკინიგზო გადაზიდვები უნდა გამარტივდეს და გამტარუნარიანობა 25 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე (მომავალში 100 მლნ ტონამდე გაფართოების შესაძლებლობით) უნდა გაიზარდოს.

ცნობისთვის, TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულებაც იგეგმება, ანუ ამ დერეფანში ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობები იმოქმედებს.

შეგახსენებთ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, DCFTA-ით, გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ NCTS-ის იმპლემენტაციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში, ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1000 000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეა.

რა როლი აქვს CAREC-ში საქართველოს პორტებს, რა ხდება ქვეყნის პორტებში, ვინ რა ფორმით მართავს ქართულს პორტებს, რა პრობლემებს ქმნის საპორტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system