თავში

ქართული ღვინო საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე წარსდგება

​ქართული ღვინო საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე წარსდგება
ქართული ღვინო საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე წარსდგება

ქართული ღვინო საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფესტივალი ქალაქ მარსელში 21-24 მაისს იმართება და მასში საფრანგეთის ბაზარზე არსებული სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების იმპორტიორები მონაწილეობენ. ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“ 1989 წლიდან ტარდება და ითვლება ერთ-ერთ წამყვან გასტრონომიულ ღონისძიებად. მას სარესტორნო ქსელების, ღვინის ბარების და ღვინით ვაჭრობის სფეროს სხვა წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობას ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

"ქართული ღვინო საფრანგეთის პრესტიჟულ გასტრონომიულ ფესტივალზე „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ”Le Pont Caucasien“ ორგანიზებით იქნება წარდგენილი. ფესტივალი ქალაქ მარსელში 21-24 მაისს იმართება და მასში საფრანგეთის ბაზარზე არსებული სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების იმპორტიორები მონაწილეობენ. Covid-19-ის პანდემიის გამო, ვიზიტორთა რაოდენობა წელს ლიმიტირებულია. კომპანიის Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელი, ენოლოგი ილია კახოიძე ფესტივალის სტუმრებს იმ ღვინოებს გააცნობს, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში," - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში და დასძენენ, რომ ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება ყოველწლიურად მზარდია მეღვინეობით სახელგანთქმულ საფრანგეთში.

მათივე ცნობით, სადაც 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 114 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატებოდა 2019 წლის ექსპორტს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 16 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 180%-ს მიაღწია.

გიშინ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაიმართა პრეზენტაცია "საქართველო - ღვინის აკვანი“.  აქ მსოფლიო ქართულ სათავგადასავლო, ღვინის, ეკო, აგრო და გასტროტურიზმს გაეცნო. მადრიდის წლევანდელ გამოფენაში 261 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენაზე 165 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენას 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო.

ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ძვირადღირებული მეღვინე, კომპანია Liber Pater -ის დამფუძნებელი ლუა პასკე საქართველოშია. მას "ასკანელის” დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ უმასპინძლა. სტუმარმა კახეთსა და გურიაში იმოგზაურა და კომპანია “ასკანელის” ვენახები, ასევე ვაზის ქართული 470 ჯიში საკოლექციო ნარგაობა დაათვალიერა. გავლენიანი ფრანგი მეღვინე ბიზნესმენ, კომპანია “ასკანელის” დამფუძნებელ გოჩა ჩხაიძესთან ერთად დაინტერესებულია საქართველოში ერთობლივი პროექტის განხორციელებით, რომელიც ქართულ ღვინოს ყველაზე ძვირადღირებული ევროპის ბაზარზე შესვლას და ათვისებას გულისხმობს.

საქართველოზე ალკოჰოლური სასმელების მსოფლიო ბაზრის 1%-ზე ნაკლები მოდის. გლობალური ღვინის და სპირტიანი სასმელების ბაზრის მოცულობა 2027 წლისთვის $445 მილიარდ დოლარს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარი წლიურად 6%-ით გაიზრდება. გლობალური ღვინის და სპირტიანი სასმელების ბაზრის მოცულობა 2019 წელს $364 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. პანდემიურ 2020 წელს ქვეყანამ $342.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები დააექსპორტა.

მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. განვლილ 4 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 10,2 მლნ ბოთლი ბრენდი და 195 ათასი ბოთლი ჭაჭა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სახელმწიფო წელს გეგმავს, გაააქტიუროს ღვინის მწარმოებელთა შემოწმება. შიდაბაზარზე ღვინის ხარიხს ღვინის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. საექსპორტო ღვინოს კი, სააგენტოსთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეამოწმებენ. ეს იქნება ფრანგული აუდიტორული კომპანია Bureau Veritas-ან შვეიცარიული აუდიტორული კომპანია SGS -ი.

ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისთვის უცხოური კომპანიები შეირჩა: პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს ხოლო იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე კომპანია „Red Bridge” იმუშავებს.

წელს პირველ კვარტალში საქართველომ წელს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გაყიდა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს. გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია, ასევე, აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი. ცოტა ხნის წინ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის. ღვინის მცირე მწარმოებლები ღვინის საერთაშორისო მარკეტინგში ჩართვას ითხოვენ.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ვენახების ერთიანი კადასტრი ახლდება. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, კახეთის მუნიციპალიტეტებში, ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა დაიწყო ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება. კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ ეტაპზე, რაზეც მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის ქვეყანაში წლევანდელი რთველისთვის მზადება დაიწყო. საქმე ისაა, რომ წლევანდელ რთველში ცვლილებებია: ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხსა და ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე კონტროლი გამკაცრდება. ამასთან ერთად, დაგეგმილია რთველის ჩატარება ვენახების კადასტრის პროგრამის მონაცემების საფუძველზე და ყურძნის ჩაბარების დროს არსებული რიგების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა. მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ვენახების საკადასტრო სამუშაოები 2014 წელს ჩატარდა. ვინაიდან მას შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვენახების ფართობები, მიმდინარე წელს მონაცემების განახლების მიზნით განხორციელდება „ტვიშისა“ და „ხვანჭკარის“ მიკროზონების აეროგადაღებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system