თავში

მჭედლიშვილი კონსორციუმს: თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ

თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ
მჭედლიშვილი კონსორციუმს: თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ

"თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ," - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ანაკლიის კონსორციუმის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ საარბიტრაჟო დავას.

ექსპერტისთვის გაუგებარია რის საფუძველზე ითხოვს კონსორციუმი მილიარდ დოლარს.

"ანაკლიის კონსორციუმმა" დღეს თავი შეგვახსენა და განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არბიტრაჟში დავას იწყებს. უპერსპექტივო დავას, რომელიც განწირულია წაგებისათვის. ჯერ იყო და კონსორციუმმმა ვერაფრით მოაბა თავი პორტის მშენებლობას თავისი შემადგენლობის არაპროფესიონალიზმისა და ფინანსური სახსრების არარსებობის გამო . შემდეგ, მთავრობისაგან მოითხოვეს სახელმწიფო გარანტიები საერთაშორისო ბანკებიდან ფულის მოსაზიდათ. ანუ, ხალხის ხარჯზე უნდოდათ თავიანთი კერძო პროექტის დაწყება. ეხლა, როცა მათთან კონტრაქტი გაწყვეტილია, არბიტრაჟში ითხოვენ საქართველოსაგან "მიყენებული ზიიანის" ანაზრაურებას და კომპენასაციას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით. მეგობრებო, გირჩევთ კარგი იურისტები დაიქირავოთ. თუ ეს ის მილიარდია, რომელიც თქვენ ჩადეთ უკვე პროექტში და მთავრობამ არ გაცალათ მუშაობა, მაშინ ამ თანხად ორი-სამი პორტი უნდა აგემუშავებინათ. თუ ეს მილიარდი პროენციურად მისაღები მოგება იყო, მაშინ საერთაშორისო ბანკები რატომ გთხოვდნენ სახელმწიფო გარანტიებს ტვირთების ნაკადების დასაზღვევად. მოკლეთ, აქაც გაიხლართებით. უფრო სწორედ უკვე გაიხლართეთ. თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ!" - წერს მჭედლიშვილი.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან პორტის მშენებლობაში თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს. მან კონსორციუმის ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა ჯერ კიდევ 14 მაისს გამორიცხა, როცა კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ჰოჯესის პასუხად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნმავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები, მოსაზრებები, შეფასებები, ეჭვები, მტკიცებულებები, ბრალდებები, პასუხები და ყველა სხვა დეტალი იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system