თავში

ანაკლიის მშენებლობის შეჩერებით რუსეთი სარგებლობს

ანაკლიის მშენებლობის შეჩერებით რუსეთი სარგებლობს
ანაკლიის მშენებლობის შეჩერებით რუსეთი სარგებლობს

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აღიარებს, რომ საარბიტრაჟო პროცესი ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებას კიდევ უფრო დააყოვნებს. 

რუსეთი კი დროს არ კარგავს.მიმდინარე წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, კასპიის ზღვაზე, ახალი, გაუყინავი ნავსადგურის ლაგანის მშენებლობა დაიწყო.

ასეთ ვითარებაში სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აცხადებს, რომ ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პერსპექტივა კიდევ უფრო მიზერული ხდება. 

ცენტში განმარტავენ, რომ ანაკლიის მშენებლობის შეჩერებით რუსეთი სარგებლობს და მძრავრ სატრანსპორტო დერეფასნ ქმნის, რითაც საქართველო რეგიონის სატრანზიტო ფინქციას დაკარგავს. რა ზარალია ეს საქართველოსთვის, ექსპერტი განმარტავს:

"ლაგანის ნავსადგური "ევრაზიის" არხით დაუკავშირდება ტამანის ნავსადგურს, რითაც რუსეთი, შექმნის მძლავრ სატრანსპორტო არტერიას დრეფანს, რომელიც დააკავშირებს კასპიის, აზოვის და შავ ზღვებს. "ევრაზიის" დერეფანი, წარმოადგენს ვოლგა დონის არხის ალერნატივას, სადაც წლის განმავლობაში 5 თვე ნავიგაცია შეწყვეტილია. ასეთ ვითარებაში, ანაკლიის მშენებლობის პერსექტივა მიზერულია," - ამბობს ცაგარეიშვილი.

ვის არ აწყობს ანაკლიის პორტის აშენება და რატომ დააჩქარა ტამანის პორტის პროექტი რუსეთმა, ასევე ვინ გახდება სატრანსპორტო ჰაბი, - ეს კითხვები სპეციალისტებს დიდი ხანია აქვთ.

ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ჰოჯესის პასუხად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნმავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეგახსენებთ, რომ კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ანაკლიის პორტის პროექტში უფლებების დარღვევისთვის ერთ მლრდ აშშ დოლარს მოითხოვენ.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლოა სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც ევროპული ინვესტიციით. მათი თქმით, პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს და რომ კონსორციუმის დავა საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულია.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ კონსორციუმის დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ საარბიტრაჟი დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს გაუფუჭებს. მათი თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, საქართველო მიიღებს უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან პორტის მშენებლობაში თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს. მან კონსორციუმის ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა ჯერ კიდევ 14 მაისს გამორიცხა, როცა კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები, მოსაზრებები, შეფასებები, ეჭვები, მტკიცებულებები, ბრალდებები, პასუხები და ყველა სხვა დეტალი იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system