თავში

საქართველოში ტურპაკეტები განახლდება

საქართველოში ტურპაკეტები განახლდება
საქართველოში ტურპაკეტები განახლდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, Gitoa -საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ, GTA - საქართველოს ტურიზმისა და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს. ტურის მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში დედამოკას ხეობას, თოკების ნოქალაქევის ციხე-გოჯის და აბეთადას ციხეს დაათვალიერებენ. ასევე, ბალდას ხეობაში ტობას და ონიარეს ჩანჩქერებს მოინახულებენ. ამასთან, კერამიკის სახელოსნოს და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან

„ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ. ასევე, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ,- განმარტავენ ადმინისტრაციაში. ცოტა ხნის წინ ინფო-ტური მოეწყო ვაშლოვანშიც

აჭარაში წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის 4.3 მლნ ლარი დაიხარჯება.  

ცნობისთვის საქართველო ახლო აღმოსავლეთის ტურბაზრის ასათვისებლად, დუბაის სამდღიან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებს მართავს, მოეწყო სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: „WST Georgia“, „Guide of Georgia“, „Georgian Holidays“, „Voyager“, „Travel to Georgia 2010“,“ Arrival DMC“ და სასტუმრო „The Biltmore Hotel“ არიან წარმოდგენილები. დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო.

ტურიზმიდან წელს, პირველ ოთხ თვეში, იანვარ-აპრილში, საქართველომ 98.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური კლება 77.5%-ია.  მარტში კი ტურიზმიდან ქვეყანამ 29.5 მლნ დოლარი მიიღო, რაც 60%-ით ნაკლებია 2020 წლის მარტთან შედარებით. იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირებული იყო 90%-ზ მეტით. 2021 წლის იანვარ-მარტში ტურიზმის კონტრიბუცია ქვეყნის შემოსავლებში მხოლოდ 53.6 მლნ დოლარია.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ტურისტული სექტორიდან $2.7 მილიარდი დოლარის შემოსავლები დაკარგა. ტურიზმის აღდგენის დაჩქარების მიზნით, ბიზნესი სახმელეთო საზღვრების გახსნას დიდი ხანია ითხოვს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა. ვაქცინაციაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაწყებულია. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტურინდუსტრიის ვაქცინაცია დაიწყო. ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დაეხმარებიან, ანუ მთავრობა უფასო მარკეტინგულ სერვისს გაუწევს. კომპანიების სია დაინტეგრირდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტულ ვებ-პლატფორმასა და ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვახორციელებთ და ამ სიას დაინტერესებული პირები გაეცნობიან. ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება, თუმცა რესტორატორთა ასოციაციის შეფასებით, ვაქცინაცია ტურიზმის აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს, თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება. შოთა ბურჯანაძის თქმით, აცრებს მნიშვნელობა დაეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს.

ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

ტურიზმის განახლებული სტრატეგია უკვე გაწერილია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, წელს ტურიზმის ადმინისტრაციას შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, წინა წლებთან შედარებით, თუმცა იგეგმება კონკრეტული, ფოკუსირებული კამპანიები., რაც გულისხმობს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას. დაწყებულია ტურიზმის იმ მიმართულებების პოპულარიზაციაზე მუშაობა, რაც პოსტკოვიდურ პერიოდში არის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი საერთაშორისო სტუმრებისთვის.

საქართველო ტურიზმის საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს. France 5-ი საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე გადაცემას ამზადებს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობენ. მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს, რომლის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა და გერმანულ მედიაში ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაიწერა. მანამდე კი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, - პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ცნობისთვის,ტურიზმის განახლებული სტრატეგიის პრეზენტაცია პარლამენტში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ცნობისთვის, პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის განახლებული მარკეტინგის სტრატეგიაზე დიდ იმედს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგება. იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system